„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატია ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება. „ამომრჩევლის მოსყიდვა დასტურდება, ჩვენ სასამართლოში დავუდასტურებთ, რომ ადამიანების მასობრივი გადმოწერა ამ ოლქში უკავშირდება მოსყიდვას, ეს გამოჩნდა „ტვ პირველის“ მასალითაც, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ ბინის მიღების სანაცვლოდ გააკეთეს …
Tag Archives: ოპოზიციური ერთობა
ყურადღება მიაქციეთ კარებს, „ოცნება“ კარუსელს აპირებს – ოპოზიციის მიმართვა კომისიის წევრებს
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ოპოზიციურმა ერთობამ განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს. „მათი სურვილია და ეს არის მათი გეგმა, რომ იმ ადამიანების ნაცვლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინც ვერ შეძლებს არჩევნებზე მისვლას. ძირითადად ესენი არიან მეზღვაურები და ემიგრანტები. ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის კარუსელის დატრიალებას …
ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ოპოზიციონერს მობილური წაართვა
ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მობილური ტელეფონი წაართვა. შემთხვევა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, მოხდა. მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს წაართვეს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატია და მოქალაქეების მერის მოადგილესთან შეხვედრას იღებდა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მერის მოადგილე შეხვედრის გადაღებით გაღიზიანდა. „გათიშე რა, არა გაქვს უფლება,“ …
Continue reading “ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ოპოზიციონერს მობილური წაართვა”
ბათუმში უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან მერობის კანდიდატმა პოლიცია გამოიძახა
„ქალაქის შუაგულში 7, მაღალსართულიანი, ყაზარმული ტიპის კორპუსი უკანონოდ შენდება ისე, რომ არჩილ ჩიქოვანმა თითქოს არაფერი იცის,“ – აცხადებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე. მან დღეს, 15 სექტემბერს, გოგოლის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს, ასევე პოლიციას ელოდება. „ინსპექცია ახლა აპირებს ადგილზე მოსვლას. დაგვიდასტურეს, რომ ნებართვა გაცემული არ არის… ისე აშენდა ამდენი კორპუსი, …
Continue reading “ბათუმში უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან მერობის კანდიდატმა პოლიცია გამოიძახა”
ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან
„ხელისუფლება არ უნდა იყოს გამიჯნული მოსახლეობისგან“ – გვიპასუხა ოპოზიციური ერთობის ხულოს მერობის კანდიდატმა გოგიტა სოლომონიძემ, როცა ვკითხეთ – როგორ უნდა მოახერხოს ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობის აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? გოგიტა სოლომონიძეს პოლიტიკური წარსული პრაქტიკულად არ აქვს, მერობის კანდიდატობამდე ის აქტიურად ჩნდებოდა ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“. გოგიტას საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული. რა ხედვებით და დაპირებით აპირებს გოგიტა …
Continue reading “ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან”