ნიკოლოზ ანთიძე ერთი წლის განმავლობაში მივლინებით უცხოეთში 11-ჯერ იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე 2018 წელს საქმიანი ვიზიტით უცხოეთში 11-ჯერ გაემგზავრა, მათ შორის ერთ-ერთ ქვეყანაში ის სხვადასხვა დროს ორჯერ იმყოფებოდა, აქედან რამდენიმე ვიზიტის კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა და 2020-2021 წლებში უნდა დადგეს. ნიკოლოზ ანთიძეს არც ახალ წელზე დაუსვენია, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან დავით ლომიტაშვილთან ერთად,  სამუშაო …

ნიკოლოზ ანთიძე „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე: „ის უნდა იყოს დაცულ ზონაში“

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ დოკუმენტი ბათუმის მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს და უკავშირდება თუ არა ისინი მერიის მიერ სპეციალისტების მომზადებულ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს მიმართა. ბატონო ნიკოლოზ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რა შენიშვნები აქვს კულტურული …

ნიკოლოზ ანთიძე ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე: გარდაცვლილი უნდა დაკრძალო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი  მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის …

დახურული შეხვედრა აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის თემაზე

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა“, – ამ არგუმენტით დღეს მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრა დახურეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის ფოტოები და განხილული თემები აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე, ძირითადად, კულტურის პროგრამებზე ისაუბრეს, ხოლო ძეგლების ინვენტარიზაციასთან მიმართებით მხოლოდ ხელახალ აღრიცხვიანობასა და თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხს შეეხნენ. შეხვედრეს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის …

ქობულეთში 7 შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მოაწერა. ბრძანება 21 სექტემბერს შევიდა ძალაში. ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ციხისძირში მდებარე 2 სააგარაკო შენობას და უშაკოვის აგარაკს. სამთავე აგებულია XX საუკუნის დასაწყისში; პომორსკის აგარაკს დაბა ჩაქვში. აგებულია  XX …

Exit mobile version