ბათუმში 23 წლის კაცი სარეკლამო ბილბორდის გაკვრისას დაიღუპა

დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში 23 წლის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ბილბორდის გაკვრაზე მუშაობდა. მაღლივ ბილბორდზე სარეკლამო ბანერის გაკვრა ამწეკრანით იგეგმებოდა. „კალათი ელექტროსადენს შეეხო, დენმა დაარტყა და გადმოვარდა“, – ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებმა იციან. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა. ახალგაზრდა კაცის ცხედარი ბათუმში სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში …

ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ

სამშენებლო ბადის გარეშე მიმდინარე ეს მშენებლობა ბათუმის პროფკავშირის წარმომადგენელმა 30 იანვარს გადაიღო. სტატიის მთავარ ფოტოზე აეროპორტის გზატკეცილის 73-ია ასახული, სადაც მშენებარე ობიექტის მე-11 სართულიდან 34 წლის მამია ბერიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. კომპანია „სუპერ გრუპში“ ამ დრომდე არაფერი უთქვამთ მუშის დაღუპვის გამო. 30 იანვარს მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელახლა დაიწყო საქმისწარმოება, რადგან მანამდე „სუპერ გრუპს“ ხარვეზის გამოსასწორებლად მიუთითეს. მერია …

რატომ ჩამოვარდა და დაიღუპა მუშა მშენებლობიდან 

შპს „სუპერ გრუპის“ წინააღმდეგ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმეორებითი საქმის წარმოება დაიწყო გასულ შაბათს, 30 იანვარს. სწორედ ამ დღეს სამშენებლო ობიექტიდან 35 წლამდე მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. ინსპექციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამართალდამრღვევს კანონის შესაბამისად მიეცა მითითება“. კომპანია იმავე მიზეზით – „უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“ – გასულ წელს ორჯერ გააფრთხილეს, შესაბამისი საქმის წარმოება კი ორივე შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების …

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, 35 წლამდე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია TV 25 -მა გაავრცელა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, კომპანია “სუპერ გრუპს” ეკუთვნის. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია “სუპერ გრუპს” სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ერთხელ თავადაც მიუთითა, თუმცა, საქმისწარმოება გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების შემდგომ …

Exit mobile version