მუნიციპალური ავტობუსი დამტვრეული სკამებით – ტენდერი მერიას ისევ არ გამოუცხადებია

ახალი ავტობუსების შესაძენად ბათუმის მერიას ტენდერი ისევ არ გამოუცხადებია. „დღე-დღეზე ველოდებით საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი. ანალოგიური პასუხი გასცა მან „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს. მაშინ ბადრი ფარტენაძემ თქვა, რომ ერთ კვირაში გამოცხადდებოდა ტენდერი. ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს. ერთი …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. რამდენიმე წუთით შემთხვევის ადგილზე შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – აცხადებენ შსს-ში. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ბადრი ფარტენაძის თქმით, „საპატრულო პოლიციამ ავტობუსის მძღოლი გაამართლა და ტრანსპორტმა მოძრაობა გააგრძელა“.      

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი გადაიდო

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებს სულ ცოტა 25 ახალი, დიზელზე მომუშავე ავტობუსი უნდა დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკის განახლებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიდის, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ტექნიკურ დოკუმენტაციას ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] სწავლობს, ტენდერს კი ბანკისგან მიღებული საბოლოო დოკუმენტების საფუძველზე გამოაცხადებენ. EBRD-ისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას“ ერთ …

საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი გრაფიკით – როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი 16 სექტემბრიდან ე.წ. ზამთრის გრაფიკზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები საღამოს ნაკლებ რეისებს შეასრულებენ და მუშაობას გაცილებით ადრე დაამთავრებენ. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა, ზამთრის გრაფიკზე გასულ წელს, 14 სექტემბერს გადავიდნენ, თუმცა შარშან ერთი რეისით მეტს ასრულებდნენ, ვიდრე ახლა, რეისების რაოდენობა კი პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე: „რაც უფრო მეტს ვმუშაობთ, ანაზღაურებაც მეტი გვაქვს. …

ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა

ბათუმის საკრებულოს, გუშინ, 28 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ წინადადების მოწონების საკითხი იყო წარმოდგენილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების განტვირთვის საკითხზე საკრებულო ერთი წლის წინ მუშაობდა. მაშინ  კომისიამ გადაწყვიტა, რომ უფრო კომპეტენტური დასკვნა იყო  საჭირო. „რადგან  დასკვნა ჯერ არ არსებობს,  სხდომაზე, უბრალოდ, მოწონების …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს შეღებავენ

ყვითელ, ლიმონისფერ და ვერცხლისფერ საღებავს შეისყიდის „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუნიციპალური ავტობუსების შესაღებად. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ავტობუსები ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით შეიღებება – ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიერთი – მთლიანად. სატრანსპორტო საშუალებების შეღებვისთვის საჭირო 7 სახეობის 1100 ერთეული [კგ/ლტ]  მასალის შესაძენად „ავტოტრანსპორტი“ მაქსიმუმ 35 593 ლარს გადაიხდის. საღებავების საგარანტიო ვადა ერთი წელი მაინც უნდა იყოს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში …

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის …

მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს მეტრომანის ბარათითაც გადაიხდით. ასეთი ბარათით სარგებლობა საქართველოს ორ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს – თბილისსა და ბათუმში [რაც შეეხება რუსთავს, იქ ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ]. სიახლე, რომელიც უკვე მოქმედებს ბათუმში, გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. ამ ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი …

ცვლილებები მუნიციპალური ტრანსპორტის სამ მარშრუტში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, #1, #1ა და #11 ხაზებზე ავტობუსები მოძრაობენ შეცვლილი მარშრუტით. მერიაში აცხადებენ, რომ მიზეზი დიდთოვლობაა და მიმდინარეობს მარშრუტების პერიოდული მონიტორინგი. დროებითი მარშრუტი: #1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსები მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: აღმაშენებლიდან კობალაძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილის, შავშეთის, მაიკოვსკის, ნონეშვილის, მაიკოვსკის, წერეთლის, ჭავჭვაძის, მელიქიშვილის, ჯავახიშვილის, ორბელიანისა და ლეონიოძის ქუჩების გავლით ბრუნდება აღმაშენებლის ქუჩაზე. #1ა სამარშრუტო ხაზი: აღმაშენებლის, …

მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს ახლით ჩაანაცვლებენ. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ინფორმაციით, ავტობუსებში დაზიანებული სავარძლები ეტაპობრივად შეიცვლება: „ახალი სავარძლები არის ერთი მთლიანი კონსტრუქციის, რაც შეამცირებს ვანდალური ფაქტების რაოდენობას და ამასთანავე დაფარულია რბილი ტყავის შემცვლელი მატერიით, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სავარძლების შეძენაზე ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა, საწყისი სატენდერო თანხით – 118 400 ლარი. ხელშეკრულება გამარჯვებულ …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ელექტრონულ ავტობუსებზე: ეს არის მხოლოდ სურვილი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის “ დირექტორის ინფორმაციით, ბათუმში ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. „ჩვენ გვქონდა წინადადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომ  გაგვეკეთებინა ერთი საცდელი ხაზი ელეტრონული ავტობუსების,  დანარჩენი კი,  ევრო 5 დიზელის სტანდარტზე მომუშავე ავტობუსები  შეგვეძინა. დასკვნები, რაც ბანკისგან მივიღეთ, არის კონფიდენციალური და  ვერ გავასაჯაროვებთ მანამ, სანამ ოფიციალური თანხმობა არ გვექნება“ -გვეუბნება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა …

გზის გაწმენდა [ვიდეო] – ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 28 იანვარს, ბათუმში ყველა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები. ერთადერთი გამონაკლისია N7 მარშრუტი. აღნიშნულ ხაზზე ავტობუსების მოძრაობა აღდგება მთისძირის ქუჩაზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისთანავე. ავტობუსების რაოდენობა ხაზებზე შეზღუდულია. ქალაქში გზები მოყინულია და ნაწილობრივაა გაწმენდილი. ტრანსპორტი ძნელად გადაადგილდება.  ზოგიერთ ქუჩას თოვლისა და ყინულის საფარისგან შესაბამისი ტექნიკით წმენდენ. დღეს და ხვალ ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსები  მხოლოდ შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: N 1, 1ა, 2, 4 და 8, ისიც შეზღუდული რაოდენობით [ზოგ ხაზზე ერთი, ზოგზე კი ორი ავტობუსი]. დღეს დილით ბათუმში ავტობუსები მხოლოდ N1 და N8 მარშრუტებზე მოძრაობდა. ქალაქში შეზღუდულად და ძნელად გადაადგილდება სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.  

Exit mobile version