როგორ მართავს პოლიციის ყოფილი უფროსი მერიის ა(ა)იპ-ის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, არჩილ კონცელიძე ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან საჯარო სივრცეში ერთხელ გამოჩნდა, ისიც საკრებულოს იმ სხდომაზე, როცა მისი სამსახურის საჯარიმო ოქმების ფორმები დაამტკიცეს. მანამდე მასთან გასაუბრება ბევრჯერ ვცადეთ – მისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ აპირებდა ახალი სამსახურის ფორმირებას, თუმცა უშედეგოდ. ურეხის პოლიციის ყოფილი უფროსი, საჯაროობაზე კანონით დადგენილ მოთხოვნებს პრაქტიკულად უგულებელყოფს, არადა ორგანიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც …

ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს

ავეჯი, საჯარიმო ქვითრები, დაცვა, კურიერები, საკანცელარიო ნივთები – ეს იმ საგნებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომლებსაც ბათუმის მერიის ახალშექმნილი მუნიციპალური ინსპექცია ტენდერით შეისყიდის. ელექტრონული ტენდერები, ჯამში, 255 226 ლარითაა გამოცხადებული. მერიის ინსპექციას 31 500 ლარი აქვს გათვალისწინებული 2020 წლის განმავლობაში დაცვის მომსახურებისთვის. პირობის თანახმად, „ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის „ობიექტის“ დაცვა, ცოცხალი ძალით, სპეციალური უნიფორმით და …

ბათუმის ახალი, მუნიციპალური ინსპექციის ბიუჯეტი 3.4 მილიონი იქნება და 110 პირი დასაქმდება – პროექტი

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 მილიონ 444 000 ლარი იქნება. აქედან 1 მილიონ 460 000 ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით,  ნაწილობრივ ამასაც უკავშირდება მომავალი წლის ბიუჯეტის სახელფასო გრაფაში თანხის გაზრდა. ამავე პროექტის მიხედვით, მუნიციპალურ ინსპექციაში 110 პირი დასაქმდება. როგორც ა(ა)იპის შექმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტებშია განმარტებული, …

Exit mobile version