თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ – მოქალაქე უმაღლეს საბჭოს

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს ბობოყვათში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. დეპუტატების განცხადებით, თუ ბიუჯეტში ცვლილება შევა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს ბობოყვათში მიწის გაყიდვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, მიწა, რომელზეც ბობოყვათში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი კერძო საკუთრებაა, …

რა შემთხვევაში გადადის კერძო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში – ახალი წესი

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი დაამტკიცა. ახალი წესი ძირითადად ეხება იმ სასოფლო მიწას, რომლის მესაკუთრე კომპანიის პარტნიორი უცხოელია და ეს მესაკუთრე ვერ ასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მიწის ნაკვეთი საქართველოში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის საკუთრებაშია, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია ან …

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13 გონიოელს მიწის საკუთრება აღუდგინა. გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს. „დადგინდა, რომ მიწის საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნიათ,”- დასძინა კომისიის თავმჯდომარემ. “ტაში უნდა დაგიკრათ ალბათ. დიდი მიღწევაა, თუკი ამდენი წლის და 36 …

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მიერ თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა: ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი; შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა; ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა …

გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს

გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. ისინი არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია სხდომას არ გამართავს და გონიოს მიწების საკითხს არ განიხილავს. საკრებულოს წინ გაშლილ ლეიბებზე გაწოლილი რამდენიმე გონიოელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შიმშილობასაც დაიწყებენ. „საკრებულოს წევრებისგან ვერ მივიღეთ პასუხი, გვატყუებენ. ირაკლი ჭეიშვილიც დამპირდა, რომ მაისის ბოლომდე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. პატიოსანი …

„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ

ხულოს, შუახევისა და ქედის საკრებულოს წევრებმა – თემურ ავალიანმა, ოთარ ცეცხლაძემ და არმაზ ბახტაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ ყურადღებით მოეკიდონ აჭარაში მიწის საკუთრების პრობლემას. „სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან  კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში …

Exit mobile version