კომპანია, რომელმაც მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდა, მერიამ დააჯარიმა

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდეს და 50 თეთრის ნაცვლად, მგზავრებს 70 თეთრის გადახდას სთხოვდნენ. მგზავრობის საფასურის გაზრდამ, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. სამგზავრო ტარიფს ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს. მგზავრობის საფასურის გაზრდაზე კი ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ის კომპანია დააჯარიმა, რომელიც აღნიშნულ …

ბათუმში სამი სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ – რას პასუხობს მერია მათ 

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები ამ მარშრუტზე #29 მიკროავტობუსების მოძრაობას აპროტესტებენ. ამჟამად ამ მარშრუტზე მოძრავი 31-ე, 24-ე და 21-ე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები არიან გაფიცულები. მძღოლების თქმით, 29 ნომრით მოძრავი მიკროავტობუსი მათ მგზავრებს აკლებს. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მძღოლებს უფლება არ აქვთ, რომელიმე მიკროავტობუსის მოძრაობის აკრძალვა მოითხოვონ ამ …

მგზავრობის ფასის 50-თეთრამდე გაძვირების გამო მერიაში დახურული შეხვედრა იმართება 

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და ძველი ფასის, 40 თეთრის ნაცვლად მგზავრები 50 თეთრს გადაიხდიან. ჯერჯერობით გაურკვეველია ვისი ინიციატივით მოიმატა ქალაქში მგზავრობის საფასურმა. მძღოლების ნაწილი ფაქტს ბენზინის გაძვირებას უკავშირებს. 6 იანვარს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ფასები თვითნებურადაა გაზრდილი და მოქალაქეებს ძველი ტარიფით გადახდისკენ მოუწოდებს. კომახიძე აღნიშნავს, რომ მერიაში განცხადება შევიდა ფასების …

Exit mobile version