გამყრელიძე: პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველ კვირებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰელსმეტრიკის მონაცემებით, საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის პიკში აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში შევა. „იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა. ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს …

თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ვიმსჯელებთ გამკაცრებაზე – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო უარესდება. დღეს, 6 აპრილს, საქართველოში კოვიდის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო თვეების განმავლობაში. „ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში. არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ ყველამ …

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება, ჩამიგდეს ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან

დღეს, 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და მაჩვენებლები საყურადღებოა: „პრევენციული ღონისძიებების დაცვა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის არ არის“. „ეპიდსიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში უარესდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა 100 …

ტიკარაძე: ეს გარკვეულწილად არის მესამე ფაზის დასაწყისი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ, სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში “გარკვეულწილად პანდემიის მესამე ტალღის დასაწყისია”. “რაც შეეხება იმას თუ, რომელ ფაზაში ვართ [პანდემიის], დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი, იმის ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულებელჰყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, …

Exit mobile version