ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას ნარჩენებისგან გაწმენდენ – ჩეხეთის გრანტი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება. ამ თემაზე დღეს, 21 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიკაელა მარკსოვას შეხვდა და მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. „ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ.  მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის …

ბსუ-ს, აჭარის  ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს სასწავლო ბაზად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში, საავადმყოფო აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვება. შეთანხმება გულისხმობს თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის …

შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში რუსული დროშით და წაშლილი ფოტოები ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ამ ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვეღარ ნახავთ. უნივერსიტეტში გამართული მემორანდუმის გაფორმების ამსახველი ფოტოები მას შემდეგ წაიშალა, როცა „ბათუმელები“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და კითხა, რატომ იყო გამოფენილი რუსეთის დროშა უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე და რატომ დასჭირდა ბათუმის უნივერსიტეტს სტაჟირებისთვის მემორანდუმის გაფორმება რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. „არ მაქვს ამ მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია. ახლა …

ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან

რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უნივერსიტეტის გარდა, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებშიც გაივლიან სტაჟირებას. ბათუმის უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თანამშრომლობით რუსული ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობესებენ, შეისწავლიან ბაზარს და რუსი ტურისტების რაოდენობა აჭარაში გაიზრდება. „შეუძლებელია რუსი ტურისტების ნაკადის გაზრდა განათლების გარეშე. …

Exit mobile version