272 დღე ხელფასის გარეშე – მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის როდის და როგორ გადაწყდება ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის – „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟის ბედი. 6-კაციანი ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს 272-ე დღეა ელოდება. “ბათუმელებმა” მეზღვაურთა პრობლემების შესახებ 25 სექტემბერს მოამზადა მასალა. ოფიციალური უწყებებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გემთმფლობელი დავალიანების გასასტუმრებლად ვადას სექტემბრის ბოლომდე ითხოვდა. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გემთმფლობელი ისევ …

გემთმფლობელი მედიას მოუწოდებს, არ გაასაჯაროვონ გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 მეზღვაურის ვინაობა

გემთმფლობელი კომპანია გაუჩინარებულ გემს, სადაც 17 ბათუმელი მეზღვაურია, უშედეგოდ ეძებს. გემთმფლობელმა კომპანიამ, Lotus Shipping-მა აფრიკის სანაპიროსთან გაუჩინარებულ გემთან დაკავშირებით საშუამავლო კომპანია „იალქანს“  წერილი გამოუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები გრძელდება 14 აგვისტოს გაუჩინარებულ გემზე, სადაც 17 ბათუმელი მეზღვაური იმყოფება. გემის გაუჩინარების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.  კომპანია „იალქანი“ საშუამავლო კომპანიაა, საიდანაც ქართველი მეზღვაურები ბერძნულმა კომპანიამ Lotus Shipping-მა დაასაქმა.  …

მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში კაპიტნები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა  მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობამ ბათუმის ნავსადგურში გადაინაცვლა, სადაც მეზღვაურებსა და სტუდენტებს მეზღვაურის დღე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. დღეს რამდენიმე კაპიტანს საპატიო ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვდა ბათუმის ნასადგურის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, თემურ გადელია, რომელიც არის ღირსების ორდენის კავალერი და წლების განმავლობაში ეწევა საგანმანათლებლო …

პირველი ქართველი მეზღვაური ქალები

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში ოთხმა მეგობარმა შტურმანის, იგივე გემწამყვანის პროფესია აირჩია. ამ ამბავში უცნაური არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ოთხივე გოგო იყო. ქალი ზღვაში საქართველოში ახლაც იშვიათი შემთხვევაა და 1936 წელს – მითუმეტეს. იულია ფაილოძე ხონში  დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი სოხუმთან ახლოს, სოფელ აგუძერაში ცხოვრობდა. ნინო კალანდაძე – ჩოხატაურიდან იყო, სოფელ ხიდისთავიდან. შუშანა თუმანიშვილი …

როგორ გადაარჩინეს 200 ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი

17 აპრილის შტორმიან დილას ხმელთაშუა ზღვაში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ HELEN M-ს კურსი ტუნისისკენ ჰქონდა აღებული, როცა გემზე იტალიის სანაპირო დაცვის შეტყობინება შევიდა. იტალიელი მესაზღვრეები ტვირთმზიდი ტანკერისგან დახმარებას ითხოვდნენ აფრიკიდან გამოქცეული 200 ემიგრანტის დასახმარებლად, რომელთა მომცრო გემს კურსი ჰქონდა არეული და მესამე დღეა შველას ითხოვდა. HELEN M-ის კაპიტანი გიგლა ბერიძე გემის მფლობელ კომპანია …

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 5 მეზღვაური ქალია. მათგან ერთი კადეტია, სამი – მზარეული, ერთი კი, რანგით ყველაზე მაღალი, ბათუმელი ნათია ლაბაძეა, რომელმაც საზღვაო აკადემია გასულ წელს დაამთავრა და უკვე ორჯერ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ერთხელ, როგორც პრაქტიკანტი და მეორედ – როგორც კაპიტნის მესამე თანაშემწე. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ამჟამად ორი გოგო სწავლობს, ანა ყურშუბაძე და …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობაა დაგეგმილი. საქართველოში ყველა სასწავლებელი, სადაც საზღვაო პროფესიები ისწავლება, ბათუმში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე დაახლოებით ათას ხუთასი სტუდენტი სწავლობს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 359 სტუდენტი, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ …

მეზღვაურთა დასაქმება – თაღლითობის საქმე ბრალდებულის გარეშე

თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პროკურატურა ავთანდილ ა.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის გარეშე განიხილავს. ბრალდებული მესამე წელია იძებნება. საქმის მასალების მიხედვით, ავთანდილ ა.-ს მეზღვაურთა დასაქმების ოფისი ბათუმში ჰქონდა გახსნილი. სასამართლომ უკვე მოისმინა 10-მდე დაზარალებულის ჩვენება. მათი თქმით, ბრალდებული თითოეულ მათგანს 1200-დან 1500 დოლარამდე ახდევინებდა კონკრეტულ გემზე დასაქმების პირობით. საქმეშია ასევე ხელშეკრულებები, რომელსაც ბრალდებული მეზღვაურებს …

Exit mobile version