ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის მიკროსტიპენდიის პროგრამის (Access) მონაწილე მოზარდებს ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Mariami-მ მასტეკლასი ჩაუტარა. Access -ის პროგრამა ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვისაც. მუსიკოსი აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, მისი ოჯახი საქართველოდან დიდიხნის წინ წავიდა. მარიამის მუსიკა არის პოპის, ფოლკლორისა და სოულის ნაზავი. როგორც მუსიკოსმა „ბათუმელებს“ უთხრა, ის ახლა მეოთხე …

ხოსე კარერასის მასტერკლასებისთვის ახალგაზრდა მომღერლებს ბათუმში შეარჩევენ 

ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისთვის 2019 წლის 21-26 იანვარს იტალიაში პეზაროს ჯ.როსინი სახელობის კონსერვატორიის პეტროტის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის მასტერკლასი. მასტერკლასის შესარჩევი ტური საქართელოში გაიმართება 2018 წლის 26 ოქტომბერს 14:00 საათზე, ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში. შესარჩევ მოსმენას ჩაატარებს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიის სამხატვრო დირექტორი …

მასტერკლასი და კრედიტქულიანი აქტივობები მუსიკის მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მუსიკის პედაგოგებისთვის დაგეგმილია მასტერკლასი – „საოპერო მუსიკის მოსმენა“, რომლის მიზანია კლასიკური რეპერტუარის მოსმენის ჩვევის გამომუშავების გამოცდილების გაზიარება. ანდღულაძეების ვოკალური ფონდის ხელმძღვანელი გური ზაქარეიშვილი მასწავლებლებს გააცნობს თეატრის გამოცდილებას. მასტერკლასზე რეგისტრაცია მიმდინარეობს  2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაძლებელია 300 მსმენელის მიღება. „მუსიკის მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაგეგმონ სამი სამუშაო …

„იდეალურად სწორი კინოს რეჟისორები მორწმუნეებს ემსგავსებიან“ – ვიტალი მასკის მასტერკლასი

19 სექტემბერს ბათუმში, საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დოკუმენტური კინოს რეჟისორის, ვიტალი მანსკის მასტერკლასი გაიმართა. ვიტალი მანსკი წელს ბათუმის კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარეა. მასტერკლასზე  -„დოკუმენტური კინორეჟისურა“ -მან დოკუმენტური კინოს თავისებურებებსა და კინოდოკუმენტალისტიკის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მასტერკლასის ჩანაწერიდან. ვიტალი მანსკი, რეჟისორი:  „წელიწადში რამდენიმე ათას ფილმს ვნახულობ, ძალიან ძნელია, ფილმებს შორის, რომლებიც წლიდან წლამდე მსოფლიოში გამოდის, საუკეთესოები …

ხელოვნების უნივერსიტეტში ანტიკურ სამოსს შეკერავენ

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი პროექტი – „ანტიკური სამოსი მინოსური  კრეტიდან ბიზანტიამდე“ განხორციელდება. პროექტის ავტორი ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილია. პროექტს იენის უნივერსიტეტის გერმანელი პროფესორი, ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგი დიზაინის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში 30 ანტიკური კოსტიუმი შეიკერება, რომლის ჩვენება 2015 წლის ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

Exit mobile version