მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ტურავა გუშინ აირჩიეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა“, – წერია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერაბ ტურავას 2016  წლის  2 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობაზე გუშინვე პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს …

თვეში 1000 ლარი საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი მოსამართლის ბინის ქირისთვის თვეში 1000 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა გასული წლის ბოლოს მიიღო. ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე სარგებლობს ბინის ქირით: მერაბ ტურავა [პირველი იანვრიდან], გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი [პირველი თებერვლიდან], მანანა კობახიძე [20 თებერვლიდან]. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ბინის ქირის ხარჯი არ გაწეულა 2017 …

ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად

პირველი საქმე, რომელზეც მოსამართლე მანანა კობახიძეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სტუდენტების სარჩელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მანანა კობახიძე 15 თებერვლიდან შევიდა, დღეს მოისმინა მხარეთა არგუმენტები „აუდიტორია 115“-ის სარჩელზე.  გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე კოლეგიას ჯერ არ მიუღია. „არ შეიძლება ერთ სტუდენტურ გაერთიანებას ჰქონდეს ექსკლუზივი“,- მიმართა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ, საია-ს იურისტმა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს იცავს. …

მანანა კობახიძე: ბათუმში ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ

„ამ წუთას ნათესავთან ვარ და შემდეგ ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრებ. ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი გადმომეცემა და, შესაბამისად, საუბარი ამაზე არ არის“, – ასე უპასუხა მანანა კობახიძემ „ბათუმელების“ კითხვას ბათუმში საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. დღეს, 15 თებერვალს, მანანა კობახიძემ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, ფიცი დადო და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მანანა კობახიძე ამბობს, რომ ბინის ქირისთვის გათვალისწინებული …

Exit mobile version