1 აგვისტოდან McDonald’s და Glovo ექსკლუზიური პარტნიორები არიან

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo და ყველასთვის ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s ექსკლუზიური პარტნიორები გახდენენ.  პარტნიორობის ფარგლებში, McDonald’s-ის საყვარელი ბურგერების გამოძახება Glovo-ს დაფარვის ზონის ხუთივე ქალაქშია შესაძლებელი. ამიერიდან მეგობარი კომპანიები საერთო აქციებით განებივრებას ჰპირდებიან მომხმარებლებს. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ თბილისსა და ბათუმში, 24/7-ზეა შესაძლებელი საყვარელი ბურგერებისა თუ მენიუების გამოძახება. მაგრამ ზაფხულის სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ …

ბათუმის ცენტრში „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

თანამედროვე გარემო, განსხვავებული ინტერიერი და მაღალი დონის მომსახურება – ბათუმის ახალი „მაკდონალდსი“ მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა. თუ ბათუმში ხართ და ევროპის მოედანზე მოხვდით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანი. რესტორანი ორ სართულზეა განლაგებული, სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი გარე ტერასაა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დაისვენოს და მიირთვას ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რესტორანში …

როგორ აითვისა McDonald’s-მა ფეხით მოსიარულეთა სივრცე ევროპის მოედანთან

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა მაისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ობიექტის გახსნა გადაიდო: „ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა გახსნა გადატანილია 6 ივნისისთვის“. ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, სადაც ბათუმში „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნი უნდა გაიხსნას, ამჯერად სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია „თ და კ რესტორნებმა“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ევროპის მოედანთან 142 …

როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან 

კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანს გახსნის. რესტორანი, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება. „ბათუმში, ევროპის მოედანთან, რესტორანი სეზონის გახსნამდე აუცილებლად ამუშავდება. McDonald’s-ი ხიმშიაშვილის ქუჩაზეც ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“, – გვითხრეს კომპანიის მარკეტინგის სამსახურში. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები, ევროპაში …

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი გაიხსნება

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა იგეგმება. შპს „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის გახსნას აპირებს. კომპანიას სჭირდება 142 კვ/მ ტერიტორია ევროპის მოედანთან, სადაც „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასას“ მოაწყობს. კომპანიამ მერიას მიმდინარე წლის ნოემბერში აღნიშნული ფართობის 20 წლით იჯარით გადაცემის …

Exit mobile version