რა პრობლემებს შექმნის ერთწლიანი მაგისტრატურა უნივერსიტეტებში? – ინტერვიუ

„უნივერსიტეტებს 40%-ით შეუმცირეს მისაღები ადგილები სამაგისტრო პროგრამებზე, რაც შეიძლება ცოტამ რომ ისწავლოს და რაც შეიძლება ცოტა ხნით“- ამბობს ლელა ჩახაია, განათლების მკვლევარი. რა პრობლემებს შექმნის 1-წლიანი მაგისტრატურა და რამდენად არის შესაძლებელი ხარისხიანი განათლების მიღება, განახევრებული და დანაწევრებული პროგრამებით? – „ბათუმელები“ ლელა ჩახაიას ამ თემაზე ესაუბრა. ქალბატონო ლელა, „ქართული ოცნება“ განათლების რეფორმა ითვალისწინებს როგორც ბაკალავრიატის, ასევე …

რა შემთხვევაში დაუფინანსებს მაგისტრატურას საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020-2021 წლების სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის ოდენობა განისაზღვრა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გრანტის ოდენობა 45 ათასი ლარია. დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ის პირები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლიან. გრანტის ოდენობა თითოეულ სტუდენტზე 2 250 ლარით განისაზღვრა. როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია, დაფინანსების მოპოვება შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირსაც, „თუ აღნიშნული პირი, …

მთავრობამ მედიაფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება გაზარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების ინგლისურენოვან სამაგისტრო აკრედიტირებულ პროგრამაზე სასწავლო გრანტის თანხის მოცულობა გაზარდა. მთავრობის დადგენილებით, 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის ამ პროგრამაზე სასწავლო გრანტის მოცულობა 3 200 ლარით იქნება განსაზღვრული. როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს,  ექსპერტების მხრიდან ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად შეფასდა. გერსამიას თქმით, სასწავლო პროგრამაზე საფასურის გაზრდის რეკომენდაციაც …

რატომ უნდა შემცირდეს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა სამი წელი შეიძლება გახდეს ოთხი წლის ნაცვლად, მაგისტრატურა კი – ერთი წელი, ორის ნაცვლად. რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და რა არის ვადების შემცირების მთავარი მოტივი, ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კომენტარს არ …

ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

ირენე სანც სეპერო ესპანეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მაშინ გაიგო პირველად, როცა ერასმუს პლუსის პროგრამაში გაცვლითი კურსისთვის რომელიმე ქვეყანა უნდა შეერჩია. ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იყო. „მე შევარჩიე საქართველო“ „ესპანეთში გავიარე ბაკალავრიატი ფიზიკურ განათლებაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა სპორტულ კლუბში მწვრთნელად, ასევე პირად ტრენერად. …

Exit mobile version