საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ შეტევას – მითს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადებაზე. პროპაგანდისტული ომის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ლუგარის ლაბორატორიის მითებზე უკვე საქართველოს მოქალაქეები ალაპარაკეს. მაგალითად, „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა, კრემლის მედიიდან რუსეთის ხელმძღვანელობას სთხოვა რეაგირება თბილისში მდებარე ლაბორატორიაზე. „თქვენ ხშირად იმეორებთ ოკუპაციას. გეთანხმებით 20 …
Tag Archives: ლუგარის ლაბორატორია
ზახაროვამ კიევისა და თბილისის ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე ისაუბრა და აშშ დაადანაშაულა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინა და აშშ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და ფლობაში დაადანაშაულა და აშშ-სგან საჯარო განმარტებები მოითხოვა. მისი თქმით, რუსეთი ითხოვს შეერთებული შტატებისგან უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში განხორციელებული საქმიანობის დეტალებს. ზახაროვამ იქვე დასძინა, რომ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო სამხედრო ბიოლოგიური მოქმედებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, მათ შორის, კონვენციის მე-5 და …
ჯანდაცვის სამინისტროზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა დაფიქსირდა, მოიპარეს გარკვეული ინფორმაცია
შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული …
6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს
COVID19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებულია. მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის …
როგორ „მიულოცა“ დამოუკიდებლობის დღე რუსეთმა საქართველოს
გუშინ, 26 მაისს, რუსეთმა შეშფოთება გამოხატა – ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება და კიდევ: „ვაშინგტონი არ ხნის, რითია დაკავებული რუსეთის საზღვართან ახლოსო“. გუშინ, 26 მაისი იყო – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო სხვადასხვა ფორმით ულოცავდა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენას, რუსეთმა დამოუკიდებლობის „მოლოცვა“ საქართველოსთვის ამ ფორმით გადაწყვიტა. „…გვითხრა, აი, ეს არის თქვენი სახელმწიფო, ვირუსების გამავრცელებელი, …
Continue reading “როგორ „მიულოცა“ დამოუკიდებლობის დღე რუსეთმა საქართველოს”
რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე
დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ალბათ ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ვისმენთ: „ველოდებით შედეგს ლუგარის ლაბორატორიიდან“… ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც საქართველოში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, 2011 წელს გაიხსნა, ასე ხშირად წინა წლებში არ ახსენებდნენ, თუმცა კონკრეტული ჯგუფი აქტიურად ცდილობდა დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში საშიშ ცდებს ატარებენ, ბიოლოგიური იარაღი მზადდება და ამას ამერიკა რუსეთზე თავდასხმისთვის …
Continue reading “რას ამბობენ ახლა დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები ლუგარის ლაბორატორიაზე”