როგორ დახვდნენ ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე

დღეს 3 ივლისს, 13:00 საათზე, სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ. მას სარფის საბაჟოსთან დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები. ლევან ვარშალომიძის მომლოდინე ხალხი საბაჟოდან გამოსული ტრაილერების გადაადგილებას აფერხებდა, რის გამოც პოლიციას მათი წითელ ზოლში მოქცევა მოუხდა. ლევან ვარშალომიძესთან შესახვედრად მოვიდა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც. ვარშალომიძეს თან ახლდა აჭარის ტელევიზიის …

ბათუმის ყოფილი მერი პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ირაკლი თავართქილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დატოვებასა და ლევან ვარშალომიძესთან დაპირისპირებაზე სტატუსი გამოაქვეყნა: „გუშინ ჩემი მეგობრებისა და ყოფილი კოლეგების მოწვევით ვიმყოფებოდი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ბათუმის ოფისის გახსნაზე, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა და ვნებათაღელვა გამოიწვია. მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ არანაირ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებში გაწევრიანებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ზოგადად, ნაკლებად …

Exit mobile version