საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება

პირველი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები უქმდება – ამის შესახებ დღეს, 22 თებერვალს, განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა. „არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის, ჟურნალის წარმოებისა და დეზობარიერების ქონის ვალდებულება.    

ვირუსის შემთხვევების მატების გამო ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ბათუმში კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამ ორ სასტუმროსთან ხელშეკრულებები ჯამში 250 ათას ლარზეა გაფორმებული. 26 იანვრის მდგომარეობით, ბათუმში საკარანტინე ზონა/კოვიდსასტუმრო უკვე 10 სასტუმროშია მოწყობილი. „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ კვლავ შესყიდული იქნა 2 ახალი სასტუმროს მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო პაციენტების მოთავსება/დაბინავება“, …

ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის. „დღეის მდგომარებით, …

ბოლო 2 კვირაში ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს

აჭარაში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვის გაზრდის გამო ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამჯერად კოვიდსასტუმროდ „სქაი თაუერიც“ იმუშავებს, რომელიც მესამე კოვიდსასტუმრო იქნება ბათუმში. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხელშეკრულება კოვიდსასტუმროს მოსაწყობად კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან“ 300 ათას ლარზე 2021 წლის 21 აპრილს გააფორმა. ამავე კომპანიასთან კოვიდსასტუმროს მოწყობაზე დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2021 წლის 8 აპრილსაც გააფორმა. …

მინისტრი კოვიდსასტუმროს ინციდენტზე: რადგან ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ მართვა სუსტია

როგორ მართავს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში მოთავსებული ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიუთითებს თუ არა ცალკეული შემთხვევები სისტემის ხარვეზზე? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უფრო რთული ვითარება იყო პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ბევრი მიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში და დიდი ხნით მოუწიათ საკარანტინო სივრცეებში ყოფნა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს სისტემის სისუსტედ არ განიხილავს. „პირველ ხანებში …

Exit mobile version