თუ ფული უნდათ, ირინა ქრთამს არავის გადაუხდის – ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე

ავტორი: კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (იქნებ ქალაქ ბათუმის მერია  ფიქრობს, ან გვატყუებს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?) 2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ქალაქ ბათუმის ადლიის დასახლებაში მცხოვრები 38 ოჯახის, მათ შორის …

70 წლის ქალი ამბობს, რომ ძმა ემუქრება და საკუთარი სახლიდან წასვლას აიძულებს

70 წლის ლიანა გიორბელიძე სამი წელია საკუთარ სახლში ვერ მიდის. ამბობს, რომ მასზე ძმა ძალადობს. გიორბელიძე ძმის მხრიდან მუქარაზე, ფიზიკურ ძალადობასა და ჩუქების დოკუმენტზე ხელის იძულებით მოწერაზე საუბრობს. ბათუმში, ბაგრატიონის 55 ნომერში, ორსართულიანი სახლი, სადაც ლიანა გიორბელიძე და მისი ძმა ცხოვრობენ, მათი მშობლების მიერ არის აშენებული. „სახლი ჩემი მშობლების საკუთრება იყო, როცა მამა გარდაიცვალა, სახლი …

„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს 

ბათუმელი მირზა დოლიძე აცხადებს, რომ ხუთი დღის წინ მასთან ორი პირი – იმედა ხინკილაძე და ბექა გვიანიძე მივიდა და 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი მას „მოკვლით და დამარხვით“ დაემუქრნენ. ფულის გადახდაზე უარის შემდეგ, როგორც დოლიძე ამბობს, იმავე პირებმა მოურღვიეს ეზოს ღობე და ბულდოზერებით დაიწყეს სახლის საძირკვლის გამოთხრა. ახლა მართლაც მორღვეულია მათ საკუთრებაში არსებული ღობე, …

საპროტესტო აქცია საკუთრების დასაცავად

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მცხოვრები ვაჟა ხაბაძე და მისი ნათესავები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ხაბაძის განცხადებით, მიწა რომელსაც მემკვიდრეობით ფლობს სახელმწიფომ გაუყიდა. ვაჟა ხაბაძე მიწის დაბრუნებას ითხოვს. „ათასი მეტრი მიწა წამართვეს და გამიყიდეს. მიწა საჯარო რეესტრში არ მქონდა გატარებული, რადგან სოფელში არავის აქვს საკუთრება დარეგისტრირებული. ის რომ მიწა ჩემი საკუთრებაა, ამის ძველი საკომლო ჩანაწერებიც ადასტურებს. გარდა …

გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან

დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს. „ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ  რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც …

Exit mobile version