ხუთწლიანი პატიმრობა თურქ ქალს – „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე“

მოსამართლე ლევან გელოვანმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფემბე ოზლემ ოლგუნს „კასრში იარაღის აღმოჩენის საქმეზე“. „ჩემ წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. მაგალითად, ბინის ჩხრეკა დაიწყო 13:45 საათზე, პოლიციელმა კი პროცესზე თქვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია იმ დღეს, 14:30 საათზე მიიღეს. გთხოვთ, ნუ დამაკარგვინებთ სამართლის მიმართ ნდობას,“ – აღნიშნა ფემბე ოლგუნმა საბოლოო სიტყვაში. „ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ …

პატიმარი თურქი ქალის მამა: ფემბე სოციალისტია, თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, აქეთ წამოვიდა

“ის მზადაა დაასახელოს ამ საქმის მონაწილე რეალური პირები, ორგანიზატორი, მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა ლევან მამულაძემ. “თქვენ საპროცესო შეთანხმებას ითხოვთ?” – იკითხა მოსამართლემ. ადვოკატმა მას უპასუხა, რომ შეთანხმებაზე განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა 20 დღის წინ მიმართა პროკურატურას ფემბე ოლგუნის ხელახლა დაკითხვის მოთხოვნით. პროკურატურა, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს გამოკვეთილი, რა მოტივით …

როგორ გაავრცელა შსს-მ ვიდეო, რომელიც „არავის გადაუღია“ – კასრში იარაღის აღმოჩენის საქმე

„იქ სულ 5 ადამიანი ვიყავით… დასრულებამდე ვესწრებოდი ჩხრეკას. იქ ვიდეო არავის გადაუღია,” – თქვა სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა, კახა დანელიამ. ეს მეორე მოწმეა “კასრიდან იარაღის ამოღების საქმეში” სამართალდამცავი ორგანოდან, ვინც თქვა, რომ ვიდეოკადრები იარაღის ამოღების დროს არავის გადაუღია. იარაღის ამოღების ვიდეოკადრები შსს-მ ფემბე ოლუნის დაკავებიდან მეორე დღეს გაავრცელა. მოსამართლე ლევან გელოვანი …

ქალის საქმე კასრში აღმოჩენილ ასაფეთქებლებზე – სასამართლო

დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 თებერვალს, მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ იმ პოლიციელების ჩვენება მოისმინა, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. საუბარია ქობულეთში, სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა …

Exit mobile version