იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით 64 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ შორის 4 – აჭარაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ: თამარ ბეჟანიშვილი და ლევან გელოვანი. ადმინისტრაციულ კოლეგიაში – ლაშა თავართქილაძე. ლევან გელოვანს მოსამართლის გამოცდილება არ აქვს. ის მოსამართლის მანტიას პირველად ბათუმის სასამართლოში მოირგებს. ლევან გელოვანი აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. …
Tag Archives: იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ლაშა თავართქილაძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს
მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უვადოდ გაამწესეს. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2014 წლიდან და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მუშაობს. მოსამართლეობამდე ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში მან 2007 წელს ჩააბარა. კანონის შესაბამისად, 2013 წლიდან მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან. ამ ვადის …
Continue reading “ლაშა თავართქილაძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს”
საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია
„მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი,“ – წერენ საკუთარ „განსხვავებულ აზრში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენ მოსამართლეებს არ ეთანხმებიან. დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, …
Continue reading “საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია”
ბათუმის სასამართლოში მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნეს
ქვეყნის მასშტაბით 12 მოსამართლე, რომელიც აქამდე გამოსაცდელი ვადით – 3 წლით იყო დანიშნული, სასამართლოებში უვადოდ გაამწესა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. კენჭისყრა საბჭომ ახლახანს დაასრულა. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეები უვადოდ [იგულისხმება საპენსიო ასაკამდე] პირველად გაამწესეს. 12 მოსამართლიდან 2 ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს, გოჩა ფუტკარაძე კი ისევ …
Continue reading “ბათუმის სასამართლოში მოსამართლე უვადოდ პირველად დანიშნეს”
კენჭისყრის შედეგები ბათუმის სასამართლოს ხუთი მოსამართლისთვის
მოსამართლეთა კენჭისყრაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 მოქმედი მოსამართლე მონაწილეობდა, მათგან სამი მოსამართლე გამოსაცდელი სამწლიანი ვადით დაინიშნა [2013 წლიდან მოსამაართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, ვიდრე სასამართლო რეფორმით ახალი წესი არ დადგინდება]. ორმა მოსამართლემ – ლაშა თავართქილაძემ და გიორგი გრატიაშვილმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კენჭისყრა ვერ გაიარა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო …
Continue reading “კენჭისყრის შედეგები ბათუმის სასამართლოს ხუთი მოსამართლისთვის”