ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს „ფარული კადრების საქმეზე“

„ფარული ვიდეოკადრების შენახვის და გავრცელების საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი – ირაკლი ქასრაშვილი დააკავეს. იგი პროფესიით მეზღვაურია და 23 წლისაა. „გაირკვევა ალბათ ყველაფერი. ეს ყველაფერი აბსურდია. ჩემს შვილს ღამის ორ საათზე მიუვიდა რაღაც ვიდეო, მეტი არაფერი ვიცი… როგორც ვიცი, მას ბრალი უკვე წაუყენეს,“ – გვითხრა ირაკლი ქასრაშვილის მამამ, გიორგი ქასრაშვილმა. ამავე საქმეზე დღეს, პირველ თებერვალს, …

ენმ: ჩვენი აქტივისტი ირმა ხოროიშვილი კადრების საქმეზე  დასთან ერთად დააკავეს

სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბათუმში ირმა ხოროიშვილი დასთან, ინგა ხოროიშვილთან ერთად დააკავეს. „ისინი დაახლოებით გათენებისას, 6 საათზე დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში და თბილისში გადაიყვანეს. ირმა ჩვენი აქტივისტია და ბათუმის ოფისში მუშაობს. მის დას კი არ ვიცნობ,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა. ირმა ხოროიშვილი ენმ-ის …

ენმ: საუბნო კომისიების „დამოუკიდებელი“ წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია

„საუბნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელი წევრები რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა,“ – აცხადებს ირმა ხოროიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების მიხედვით საუბნო კომისიების წევრების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან. „საუბარია ოლქის მიერ არჩეულ წევრებზე. ათობით არის ასეთი შემთხვევა, როცა საუბნო კომისიის წევრი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ნათესავი, …

Exit mobile version