კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 5259 შემთხვევა დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, 37 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 416 ახალი შემთხვევა 5 ოქტომბერს გამოვლინდა. 1-ლი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში გამოვლენილი კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების დიაგრამაზე ზედიზედ ორიდღიანი კლება აქამდე არ …
Tag Archives: ინფოგრაფიკა
კორონავირუსის პანდემია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში [ინფოგრაფიკა]
13 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 4 200 953 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 502 591 ადამიანი და გარდაიცვალა 284 150, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ახლა ინფიცირებულია 2 414 212 ადამიანი. „აქტიური შემთხვევები“ გულისხმობს რამდენი COVID-19-ით ინფიცრებული ადამიანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ დღეს. კონკრეტული ქვეყნის მონაცემების გამოსაკვეთად, კურსორი დააყენეთ დიაგრამაზე, ქვეყნის დასახელებასთან.
საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ღარიბი [ინფოგრაფიკა]
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 428.608 ადამიანი იღებს, რაც სრული მოსახლეობის (3 723.500) 11.5%-ია. 2018 წელს ეს მონაცემი 435.450 (11.7%), 2017-ში კი 455.813 (12.6%) ადამიანი იყო. საქართველოს რეგიონებიდან, რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ცხოვრობს, ანუ რეგიონებში, სადაც, ზოგადად, ყველაზე მეტი მოქალაქ ცხოვრობს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის …
Continue reading “საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ღარიბი [ინფოგრაფიკა]”
WHO: სიკვდილის გამომწვევი 10 მთავარი დაავადება ქალებსა და კაცებში [ინფოგრაფიკა]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ პუნქტში სიკვდილის გამომწვევი ყველაზე ხშირი დაავადებების ჩამონათვალია. მონაცემების მიხედვით, ქალებსა და კაცებშიც სიკვდილის გამომწვევ ყველაზე ხშირ დაავადებად გულის იშემიური დაავადებები სახელდება, მეორე ადგილზე კი ორივე სქესის პაციენტებში ინსულტია:
მსხვერპლი რიცხვებში [ინფოგრაფიკა]
1937-1938 წლებში საქართველოში 30 ათასამდე ადამიანი იქნა რეპრესირებული. მათი ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი შრომა-გასწორების ბანაკებში გადაასახლეს. ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი აწარმოებდა მასობრივ სადამსჯელო ოპერაციებს, რომელთა მიმდინარეობა გასაიდუმლოებული იყო. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად ხედავდნენ, როგორ უჩინარდებოდნენ მათი ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუმცა შეკითხვების დასმა არ შეეძლოთ, მეტიც, საშიში იყო ამ თემაზე …
რამდენი ნარკოტიკი ვერ გაყიდეს საქართველოში [ინფოგრაფიკა]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი “კოკაინი” და 400 გრამი ფსიქოტროპული …
Continue reading “რამდენი ნარკოტიკი ვერ გაყიდეს საქართველოში [ინფოგრაფიკა]”
მემცენარეობა და აგრობიზნესის შემცირებული წილი ქვეყნის ეკონომიკაში [ინფოგრაფიკა]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მემცენარეობის შესახებ გასული წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ერთწლიანი კულტურების წარმოება 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დიაგრამიდან ჩანს, რომ ზრდის ტენდენცია წინა წლებს ნაკლებად მიემართება: წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 …
Continue reading “მემცენარეობა და აგრობიზნესის შემცირებული წილი ქვეყნის ეკონომიკაში [ინფოგრაფიკა]”
წელს ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა [ინფოგრაფიკა]
2018 წელს ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად 40 405-მა აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე 36 497 აბიტურიენტი გავიდა, სწავლის გაგრძლეების უფლება კი 26 696-მა მათგანმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ წელს, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 55-ით მეტია.
პროდუქტების ფასები საქართველოს 6 ქალაქში
საქართველოს სამომხმარებლო კალათაში 305 კომპონენტია, რომელიც საქონლისა და მომსახურების 12 ძირითად ჯგუფს შეადგენს, მათგან ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, უჭირავს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სურსათის წილის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის და მათ ინფლაციებს უფრო მგრძნობიარეს ხდის საკვები პროდუქტების ფასების ცვლილებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათი ხასიათდება მერყევი …
საქართველოდან ქალები ემიგრაციაში ევროპაში მიდიან, კაცები – ძირითადად რუსეთში [ინფოგრაფიკა]
ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ემიგრანტი (21,7 %) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში (15,9 %) და თურქეთში (11,2 %). ბოლო საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. აღწერის შედეგებით საქართველოდან ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება, …
სუიციდის სტატისტიკა საქართველოში -2017 [ინფოგრაფიკა]
ავტორი: ია ფრანგიშვილი ინფოგრაფიკა მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს. ამავე თემაზე: სუიციდის სტატისტიკა საქართველოში / ავტორი: ია ფრანგიშვილი სუიციდის სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]
სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში [ინფოგრაფიკა]
სელექციური აბორტის პრაქტიკა კვლავაც პოპულარულია საქართველოში – ქვეყანა ამ თვალსაზრისით, 144 სახელმწიფოს შორის 137-ე ადგილზეა. ქვეყნის მასშტაბით გოგონების დეფიციტის 29% მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო მეორე ადგილზეა კახეთი, სადაც დეფიციტი 19%-ს უტოლდება. მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დაბადებამდე გაუჩინარებული გოგონების რაოდენობის 57% სამ რეგიონზე – ქვემო ქართლზე, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთზე მოდის.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი 1,28 თეთრით გაეზარდათ [ინფოგრაფიკა]
?„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადი ყოველ მოხმარებულ 1კვტ/სთ-ზე 1,28 თეთრით გაეზარდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. პარალელურად ძალაშია ტარიფები საფეხურების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.
ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა [ინფოგრაფიკა]
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მთავრობამ ზღვისპირა ზოლში რამდენიმე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ზოგი პირობით [მწვანე კონცხზე], ზოგიც უპირობოდ [ციხისძირში].
საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 936 700 ქალი და 1 781 500 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ქალების რაოდენობა საქართველოში კაცების რაოდენობას 155 200-ით აღემატება, 30 წლამდე ასაკის გოგონებისა და ქალების რაოდენობა, მკვეთრად ჩამორჩება ამავე ასაკის ბიჭებისა და კაცების რაოდენობას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა …
Continue reading “საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]”
7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]
სულ ახლახან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოში პოლიეთილენის პარკების ქაღალდის ან მრავალჯერადი გამოყენების პარკებით სრულად ჩანაცვლება დააანონსა. გასულ თვეში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს საქართველოში, პოლიეთილენის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი გააცნო, რომელიც პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, …
Continue reading “7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]”
საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა [ინფოგრაფიკა]
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებით, ჯამში 887 338 ადამიანია. ამავე მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობას იღებდა 459 618 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის 83 ათასი ადამიანით მეტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]
საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [4 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 9852 მლნ. აშშ დოლარს [27 პროცენტით მეტი]. 2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის …
Continue reading “საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]”
სუიციდის სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მონაცემებით 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით სუიციდის ყველაზე მეტი – 382 შემთხვევა 2014 წელს ფიქსირდება. 2013 წელს საქართველოში დაფიქსირებულია თვითმკვლელობის 312 შემთხვევა, 2012 წელს – 315 შემთხვევა, 2011 წელს კი – 293 შემთხვევა. აღსანიშნავია რომ 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, საქართველოში სუიციდის უკვე 123 ფაქტი დაფიქსირდა.