ბათუმის ერთი ქუჩიდან ინფექციურში 6 ადამიანს მკურნალობენ მოწამვლის სიმპტომებით

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ციური აბულაძის თქმით, დღეს, 17 ივლისს, საავადმყოფოში 6 პაციენტი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს. „შემოიყვანეს 6 ადამიანი, სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექციაა ან მოწამვლა. ამჟამად ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, კვლევებს ჩაატარებენ ეპიდემიოლოგები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მოწამვლის მიზეზი,“ – ამბობს ციური აბულაძე. მისი თქმით, ერთი ადამიანი კლინიკაში თვითდინებით შევიდა, 5 კი სასწრაფო …

ბათუმში კორონავირუსზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმში COVID-19-ზე 7 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან, ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. 2 პაციენტი ინფექციურში კარანტინიდან გადაიყვანეს, 5-მა კი, კლინიკას თვითდინებით მიმართა, მათ შორისაა, ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. 2 აპრილს …

ბათუმში 20 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, 31 მარტს, აღებული ყველა პასუხის ანალიზი უარყოფითია, 20 პირიდან არც ერთ პირს არ დაუდასტურდა COVID-19. გუშინ, 31 მარტს, ბათუმის ინფეციურ საავადმყოფოს, რომელიც ახლა „ცხელების ცენტრია“, 23-მა ადამიანმა მიმართა რესპირატორული დაავადებების სიმპტომებით, გაკეთდა 20 ანალიზი. დღეს, ბოლო მონაცემებით [11 სთ], ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი …

„ბათუმში COVID19-ით ინფიცირებული მედდას ყველა კონტაქტი მოკვლეულია“ – ნინო ნიჟარაძე

იყო თუ არა დაცული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესი, ინფექციური საავადმყოფოს მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ? რა ზომები მიიღო  ჯანდაცვის სამინისტრომ დაინფიცირებული  პირის ყველა სავარაუდო კონტაქტის დასადგენად და როგორ და რამდენ საათში მოხდა ამ კონტაქტების დადგენა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე პასუხობს. ქალბატონო ნინო, გარკვეული კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის ირგვლივ. საუბარია …

აჭარაში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა დატოვა

ბათუმში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა უკვე დატოვა, მათ საკარანტინო ვადაში [მინიმუმ 14 დღე] არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 22 მარტის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 800-ზე მეტი პირი რჩება. 22 მარტის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსი სამ პირს აქვს დადასტურებული. 4 პაციენტის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგს დღეს ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით კი: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა …

რატომ დანიშნეს პარლამენტარის ცოლი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად – ინტერვიუ

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელად პირველ მარტს ციური აბულაძე დაინიშნა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტის წევრის,  ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა. ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს დაასრულა. კრასნოიარსკის მხარეში გაიარა …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად პარლამენტარ ილია ნაკაშიძის ცოლი დანიშნეს

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს დღეიდან ციური აბულაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი კლინიკის თანამშრომლებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარუდგინა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟურიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა. ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, …

Exit mobile version