რა ელით ბრიტანეთისგან დასანქცირებული ტელევიზიების თანამშრომლებს? – ინტერვიუ

„…რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ იქ რესტორანში წავედი და იხვის ტოლმა ვჭამე, ეს გამოხატავს „იხტიბარს რომ არ გაიტეხს“ ადამიანი, თორემ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. ამიტომაც გაიქცა რუხაძე ჩასაძირად განწირული გემიდან სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ,“ – ამბობს იურისტი ალექსანდრე ბარამიძე. დღეს, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები – „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. …

როგორ გაყიდეს პროპაგანდის მთავარი იარაღი, “იმედი” – კონტრაქტით ყოფილი მფლობელის კრიტიკა აკრძალულია

„ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება – ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც 2025 წლის მონაცემებით სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა, 1000 ლარად გაიყიდა. გარიგება, რომელიც ფორმალურად მედიაბიზნესის ჩვეულებრივ ტრანზაქციად წარმოჩნდა, რეალურად სარედაქციო პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრის პირობას შეიცავს და კრძალავს „იმედის“ ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების კრიტიკას. პროპაგანდისტულ „იმედთან“ ერთად გაიყიდა …

Exit mobile version