რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია

კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მეორე წელია ბათუმში ონკოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი? რატომ უნდა გამოვიკვლიოთ გენეტიკა და კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა? – ამ საკითხებზე კლინიკის დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე საუბრობს: „თავდაპირველად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის …

როგორ აღმოჩნდა „პაქსმენი“ საქართველოში

ევროპაში მრავალწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თავის კანის გაგრილების მეთოდი ეფექტურია ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის პრევენციისთვის. 2017 წელს კი „პაქსმენმა“ ამერიკაში ოფიციალურად გაიარა სერტიფიცირების პროცესი. რა არის თავის კანის გაგრილების სისტემა ? „პაქსმენი“ არის სპეციალური ქუდით აღჭურვილი აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება თავის კანის (სკალპის) გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. სკალპის გაცივებისას მცირდება ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება თმის …

რატომ არის ოქტომბერი ვარდისფერი და ვის ელიან სკრინინგზე ექიმები

სარძევე ჯირკვლის კიბო გავრცელებული დაავადებაა. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველო რამდენიმე წელია, რაც ჩაერთო. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. კამპანიაში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ონკოლოგები, მამოლოგები, ონკოლოგიური კლინიკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან. კლინიკა „ნიუ პლაზმა“ …

„ნიუ პლაზმა“ – ახალი კლინიკა ბათუმში სპეციალურად ონკოლოგიური სერვისისთვის

ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ბათუმში, პუშკინის ქუჩის N141-ში, რამდენიმე თვეა სპეციალიზებული კლინიკა „ნიუ პლაზმა“ გაიხსნა. კლინიკის დამფუძნებელი და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი ონკოქირურგი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძეა. რატომაა საჭირო ონკოლოგიური პაციენტებისთვის სპეციალური კლინიკის გახსნა? ამ შეკითხვას თეიმურაზ გოგიტიძე პასუხობს: „ის პაციენტები, რომლებიც ზოგადად შეიძლება მივიდნენ ონკოლოგთან, დიაგნოზის დასმამდე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ …

როდის არის საშიში ცხიმგროვა სხეულზე

 

 

რატომ ჩნდება სხეულზე ცხიმგროვები, რამდენად საშიშია ისინი და როგორ ვუმკურნალოთ მათ, ამ თემაზე ონკოქირურგი თემურ გოგიტიძე გვესაუბრა. მისი თქმით, კანის ასამდე სახეობის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ლიპომა და ათერომაა გავრცელებული. 

Exit mobile version