ბათუმში ანტირასისტული ინსტალაციის წარწერა შავი საღებავით გადაღებეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის კედელზე, სადაც ხშირად ნახავთ მხატვრობით გამოხატულ პროტესტს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე, ახალი ინსტალაცია – Black Lives Matter [შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია] გაჩნდა, თუმცა ინსტალაციის სლოგანი განთავსებიდან 2 საათში წაშალეს შავი საღებავით. ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. როგორც BIIMO-მ „ბათუმელებს“  უთხრა, ამ ინსტალაციების მიზანი მოვლენების …

იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება. აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით. „დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“. …

ცრემლები, ოფლი, მენსტრუალური სისხლი – უჩვეულო გამოფენა ლონდონში

ლონდონელ მხატვარს, ემი შაროქსს, უცნაური იდეა მოუვიდა, 2013  წლიდან მოგზაურობა დაიწყო და წყლის მუზეუმის შესაქმნელად ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში არც მეტი, არ ნაკლები, უბრალოდ სითხეების შეგროვება დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ გამოფენაზე, მაგალითად, წარმოდგენილია წყალი, რომელიც დამდნარი თოვლის ბაბუასგან დარჩა, ე.წ. წმინდა – ნაკურთხი წყლები, დონორებისა და მოხალისეების მიერ შეგროვილი ცრემლები, ოფლი და დახურულ სივრცეში სუნთქვისას წარმოქმნილი …

ჩანახატები ჯიბის ბლოკნოტიდან ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლებს

პროექტ ART UP-ის ფარგლებში ბათუმის ქუჩებში დათო ტრაპაიძის ჩანახატები გამოიფინება. ნამუშევრები არტ ბოქსებში იქნება განთავსებული და მათი ნახვა დამთვალიერებელს 30 დღის განმავლობაში რამდენიმე ქუჩაზე შეეძლება. გამოფენის მიზანია ციფრული ხელოვნების (Digital Art – Print Art) პოპულარიზაცია. „გამარჯობა. ეს ჩემი ბლოკნოტის ჩანახატებია. აი ის ფერადი ამბები, ბათუმური ყავის სმის დროს რომ ვხატავ ხოლმე. თუ ფანქრები და აკვარელი თან არ …

„მასალაზე მონადირენი“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცის ვორქშოფი ბათუმში

„ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს და არა მარტო მათ,  ვორქშოფში – „კამპუსი / მასალაზე მონადირენი“ მონაწილეობას სთავაზობს. მასში  მონაწილეები საინტერესო და  ინტერაქტიულ პროცესში ჩაერთვებიან. ვორქშოფი ყოველდღიური გარემოს გადაფასების, ნაცნობი თუ უცნობი სივრცეების შეცნობის, ხელახალი განცდისა და შეგრძნების მცდელობაა. „მონაწილეები აირჩევენ ბათუმის უცნობ ან ნაცნობ ადგილებს, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. თითოეული მონაწილე შეარჩევს საკუთარ გზას …

Exit mobile version