რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება

ადგილობრივ თამბაქოზე რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, გლეხი თამბაქოს ვეღარ გაყიდის და ვალდებული იქნება მხოლოდ მეწარმეს ჩააბაროს. ასეთი მეწარმე კი, რომელსაც აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს თამბაქო, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ მეთამბაქოებთან და გააფრთხილეს, რომ თუ აქციზის გარეშე ვაჭრობას გააგრძელებენ, თამბაქოსაც ჩამოართმევენ და 2000 ლარითაც დააჯარიმებენ. ახალი რეგულაციებით შეთავაზებული ფასი მეთამბაქოებისთვის …

გლეხი თამბაქოს დაფასოებისა და აქციზის გარეშე ჩააბარებს მწარმოებელს – ახალი წესი

საქართველოში მოყვანილი თამბაქოს 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება [გაყიდვა] შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით თამბაქოს იმ მწარმოებლისთვის, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში. ასეთ შემთხვევაში საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში. ანუ ფერმერს, რომელმაც …

გლეხს თამბაქოს დაფასოება აღარ დასჭირდება – ახალ წესს სამინისტრო ამუშავებს

დღეიდან, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია აკრძალულია. იმ ფერმერებისთვის კი, რომლებსაც თამბაქო სახლში მოჰყავთ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მუშავდება ახალი, განსხვავებული წესი. ეს წესი განსაზღვრავს, თუ რა ფორმით მოახდენს ფერმერი მის მიერ მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციას. როგორც „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, ფერმერს ექნება უფლება, მის მიერ მოყვანილი თამბაქო [ნედლეული] მიაწოდოს მწარმოებელს ყოველგვარი დაფასოებისა და …

შეზღუდვა თამბაქოს გაყიდვაზე – კონსტიტუციურია თუ არა კანონი

„51-ე მეტრში რომ გადავიტანო ჩემი ჯიხური და იქ გავყიდო თამბაქო, რა შეიცვლება?” – კითხვა მოსარჩელე დარეჯან გიგნაძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაუსვა. პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს სარჩელს, რომლითაც გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რაც თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას სკოლებთან და ბაღებთან 50 მეტრის რადიუსში კრძალავს. სარჩელის ავტორი ხათუნა ფხალაძეა. მის ინტერესებს სასამართლოში დღეს მისი დედა, დარეჯან გიგნაძე იცავდა. …

Exit mobile version