მოსკოვმა კეთილი ნება რომ გამოავლინოს, უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება – პოდოლიაკი

„იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, ჩვენ რეგულარულად უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება“, –  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 30 ივნისს, განაცხადეს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების …

რუსეთი აცხადებს, რომ კუნძული ზმეინი „კეთილი ნებით“ დატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა ოფიციალური მოსკოვი დღეს, 30 ივნისს, აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების ჟესტი“ იყო. ასეთი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. მას უკვე აქტიურად ავრცელებს რუსული სახელისუფლებო მედია. „30 ივნისს, როგორც კეთილგანწყობის/კეთილი ნების ნაბიჯი, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს დაკისრებული ამოცანები ზმეინის …

ზმეინის კუნძულზე რუსებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს – უკრაინა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს დაარტყეს ზმეინის კუნძულზე, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავა. სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგი განიცადეს. „განხორციელდა მიზანმიმართული დარტყმა სხვადასხვა ძალისა და საშუალების გამოყენებით, შედეგად, რაშისტების საამაყო „კუნძულის გარნიზონმა“ სერიოზული დანაკარგი განიცადა. სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – ნათქვამია ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებაში. დღეს, 21 ივნისს, დიდი ბრიტანეთის …

Exit mobile version