პროკურატურა აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან სხვა ქვეყნის თანამშრომლობით არ ინტერესდება

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიშერ ბეისენბაევის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ალიშერ ბეისენბაევი ყაზახეთის მოქალაქეა. ექსტრადიციის ამ საქმეში დადგენილია, რომ ყაზახურმა მხარემ მიმართა საქართველოს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოებაა. ალიშერ ბეისენბაევს ყაზახეთი თაღლითობის ჩადენას ედავება და ამის გამო ეძებდა. საინტერესო ისაა, …

რუსეთიდან საქართველოში მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადაცია განხორციელდა

რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის გ.პ.-ს ექსტრადაცია განხორციელდა. ბრალდებულს თბილისში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან დამამძიმებელ გარემოებებში. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე …

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებებით და იარაღით ვაჭრობას, ასევე ქონების დაზიანებას ედავებიან. დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.

გერმანიამ რუსთავის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი საქართველოს გადმოსცა

„გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე,“ – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებული ვლადიმერ კაპანაძე სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსია და იგი 2007 წლიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. პროკურატურის მიერ ძებნილი ვლადიმერ კაპანაძე გერმანიიდან დღეს, 8 აპრილს …

ბათუმში ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ დღეს ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს ახალსოფელთან. საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული. აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ. ისინი უკვე მესამე დღეა აანონსებენ სარფის საბაჟოს გადაკეტვას, თუმცა ეს რამდენჯერმე გადადეს. …

რატომ არ აბრუნებენ ლავასოღლის საქართველოში – პროკურატურის პასუხი

დაუბრუნებს თუ არა მინდია ლავასოღლის თურქეთი საქართველოს, ისევ უცნობია. კანონიერი ქურდობის ბრალდებით მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის  მიღების დროს ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. დაახლოებით 15 თვის წინ „ინტერპოლმა“ მინდია ლავასოღლი თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში დააკავა, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ. „მინდია ლავასოღლის თებერვალში გაათავისუფლებენ, რადგან საექსტრადაციო პატიმრობის ვადა იწურება,“ – ამბობს …

ადვოკატი: ლავასოღლისთვის თურქულ ციხეში ყოფნა გაუსაძლისია, ის ექსტრადაციის მოთხოვნით შიმშილობს

„ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველოს თურქეთისთვის არ მიუმართავს, დოკუმენტაცია გაგზავნილი არ არის,“ – აცხადებს „კანონიერ ქურდობაში“ მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი ლექსო კობაიძე. მისივე თქმით, ლავასოღლი ამ დროისთვის ისევ შიმშილობს თურქეთის სადეპორტო დაწესებულებაში. „ორი საათის წინ ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, რომ ისევ შიმშილობს. მისი მოთხოვნა უცვლელია. ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ექსტრადაცია მოითხოვოს, ან თავი დაანებონ, იქ ყოფნა …

ამაში არაფერი საშიში არ არის – თურქეთის კონსული მუსტაფა ჩაბუქის გადაცემაზე

რატომ ვერ წარმოადგინა თურქეთის მხარემ მტკიცებულებები, რაც დაარწმუნებდა საზოგადოებას, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია? – შეკითხვა „ბათუმელებმა“ თურქეთის კონსულს ბათუმში, იასინ თემიზქანს დაუსვა. ჩაბუქი დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორი იყო. ის 24 მაისს დააკავეს. ზუსტად ერთი დღით ადრე კი საქართველოში თურქეთის მთავრობის ვიზიტი შედგა. „არანაირი საშიშროება არ არსებობს, ჩაბუქი წარსდგეს თურქეთში სასამართლოს წინაშე, ამაში …

Exit mobile version