ფაროსანას წინააღმდეგ 3,6 მილიონი ლარის პესტიციდს ვიყიდით – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც შეიძენს „პესტიციდს – საქართველოში რეგისტრირებული ფერომონიანი მისატყუარი აზიური ფაროსანას [ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯო Halyomorpha halys] მოსაზიდად.“ სააგენტო 200 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად დამჭერის გარეშე] შესყიდვას გეგმავს; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, „ფერომონი უნდა იყოს ორკომპონენტიანი, არ უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში და …

„მოიზიდე და მოკალი“

აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“. აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის …

რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის  წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს. ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე …

ბრძოლის მექანიკური საშუალებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა ბაღებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებსა და შენობებში ინაცვლებს. მოსახლეობას გადამწყვეტი როლი აქვს მოზამთრე ფაზაში მავნებლის წინააღმდეგ   ბრძოლაში. მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სახლებში გადანაცვლებული ბაღლინჯოს შეაგროვება და გაანადგურება. გთავაზობთ, მავნებლთან ბრძოლის მექანიკური საშუალებების ეფექტურ გზებს: მეთოდი 1. აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია ეს მეთოდი  ერთ-ერთი ყველაზე მარტივია. მუყაოს ყუთში მჭიდრო მოვათავსოთ მუყაოს ფირფიტები ან …

ქვემო ქართლში 600 ფერომონზე აზიური ფაროსანას გავრცელება არ დადასტურდა

ატამი, ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, ალუჩა – სოფელ თამარისის მოსახლეს ივანე მანთეშაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში სხვადასხვა ხილის კულტურა აქვს. მოსავლის ნახევარს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს, ნაწილს კი ყიდის.  ამბობს, რომ ბოლო წლებში, უმეტესად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებელი, ამ შემოდგომაზე უკვე საკუთარ ბაღშიც იხილა. ,,ზაფხულში არ დამიფიქსირებია, ახლა კი ვხედავ გამრავლდა… მწვანე მწერია, ვფიქრობ, აზიური ფაროსანა. შევამჩნიე კარალიოკზე, პომიდორზე… …

აზიური ფაროსანა- მიღწეული შედეგები და მოსალოდნელი გამოწვევები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი გრძელდება. ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელის მოზამთრე ფაზა იწყება. რა შედეგი აქვს აპრილის თვიდან ოქტომრამდე განხორციელებულ ღონისძიებებს, შემცირდა თუ არა ბაღლინჯოს რაოდენობა და გავრცელების არეალი, ამ საკითხებზე ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ზურაბ ლიპარტიას ვესაუბრეთ. რა ღონისძიებები განახორციელა სახელმწიფომ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში? ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის …

სამინისტრო: აჭარაში თხილის 20-მდე დაავადება დაფიქსირდა – როგორ მოვუაროთ თხილს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თხილს აჭარაში 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს. მინისტრის მოადგილის, მამუკა თურმანიძის თქმით, „გასულ წლებში აჭარაში 2-2,5 ტონა თხილი მოდიოდა ჰექტარზე, მაგრამ ვინაიდან აგრარული ტექნოლოგიები არ განხორციელდა სრულფასოვნად, ამან გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება. აჭარაში ადგილობრივმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა იმუშავა, ასევე მოწვეული გვყავდა სპეციალისტები თურქეთიდან, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ თხილის ბაღებში …

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი  მკვეთრად არის შემცირებულ “, …

რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში

 ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე რიგ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული, სასოფლო-სამეურნეო კულტურა მავნებლის ზიანს ვერ გრძნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებული მავნებლის ბუნებრივი მტერია. ბუნებრივი მტრის საკითხი ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ფერმერთა ნაწილს აზიური ფაროსანასგან გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ბრძოლის ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების გარდა, სპეციალისტებმა მავნებლის პოპულაციის …

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას აბაშის მუნიციპალიტეტში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღდეგ ბრძოლა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მავნებელმა  თხილის ბაღებიდან სიმინიდის ყანებში გადაინაცვლა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყანების ქიმიური საშუალებით დროულად დამუშავება, როცა მარცვლეულის ნაყოფში შესვლის ფაზა იწყება. როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ანჟელის მასივებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში სიმინდის დიდი მასივებია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სიმინდის ყანები აქვს. ერთ-ერთია შოთა კირჩხალიაა. მას კულტურა 10 ათას …

აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა

ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გავრცელებული ხმები და შიში იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადაინაცვლებდა და იქ არსებულ კულტურებსაც ,,დააგემოვნებდა“ არ გამართლდა. ,,აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – …

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინდის ყანებში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.  თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო. პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია  12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. „სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, …

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე …

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

აზიური ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი აჭარაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, რომლებიც ახლოს არის გურია-აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან. გავრცელების კერებია ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები, აეროპორტის დასახლება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ მავნებელი, რომელთან ბრძოლაც აჭარის ტერიტორიაზე დაწყებულია, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. შეწამვლის ღონისძიებები რეგიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო …

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – ქიმიური წამლობა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა (საყურადღებოა, რომ მცენარეები, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, მათი ქიმიური დამუშავება არ შეიძლება). ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. …

საქართველო – აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე

ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებები – ეს ის ხერხებია, რომლებსაც საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად  იყენებს, თუმცა რამდენად წარმატებულად? საქართველოში ბაღლინჯო  2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა სოფლის მეურნეობის სექტორმა მალევე იგრძნო. აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებულად იმოქმედა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც. იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად …

წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოში  აზიურ ფაროსანას ებრძვიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი საცხოვრებელი სახლებიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში ინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, მოსახლეობას დღემდე რჩება კითხვები, როგორ უნდა ებრძოლონ მავნებელს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე საერთაშორისო – ამერიკისა და ევროპის გამოცდილებას ეყრდნობა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც …

მოხალისეთა ჯგუფები ფაროსანას წინააღმდეგ იბრძოლებენ

საქართველოს რეგიონებში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ჯგუფები იქმნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია განიხილეს. 2018 წელს საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მონიტორინგის სისტემის დანერგვა, აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. მოხალისეებს  სწორედ საინფორმაციო კამპანიაში ჩასართავად გადაამზადებენ. კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, თუ …

“ნარინჯისფერი რთველის” მოლოდინში აჭარა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული. “ნარინჯისფერი რთველის”  მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა. აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  მისი ოჯახის ერთ-ერთი …

როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან [ვიდეო]

აზიური ფაროსანასგან ციტრუსის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მცენარის დროული შეწამვლისაკენ მოუწოდებს. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური  წამლობა სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით ტარდება. მისი განმარტებით, პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. ლიპარტიას თქმით, რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. სურსათის …

Exit mobile version