ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად ვადა 6 თვე ექნებათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა განაცხადს შესაბამისი კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევისთვის 3 თვის ნაცვლად ამიერიდან 6 თვე ექნებათ. ცვლილება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების [ეკომიგრანტების] განსახლების პროცედურაში“ შევიდა, რომელიც 2023 წლის 17 ივლისიდან ამოქმედდა. ახალი ცვლილებით, „ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 6 …

ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია – მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. კანდიდატების პასუხი სხვადასხვაგვარია იმაზე, თუ რატომ აუარეს მათ გვერდი ეკომიგრანტებს. „არჩევნებს რომ მოვიგებთ, მერე …

აჭარაში 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები საკუთრებაში გადაეცა

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები დაურეგისტრირდა. საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესს იუსტიციის სახლში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში უკვე გადაეცა 57 ეკომიგრანტ ოჯახს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ …

208 ეკომიგრანტი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 208 ოჯახი ბათუმში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. საცხოვრებელი ბინები განთავსებულია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 16-სართულიან კორპუსში. ამავე კორპუსში მიიღებს ბინებს 164 დევნილი ოჯახიც, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო. კორპუსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. დევნილმა ოჯახებმა რეგისტრაცია …

აჭარის მთავრობა უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ფორმულას ეძებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ  უსახლკარო ოჯახების პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება ფორმულას ეძებს. მისი თქმით,  განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ბინების მშენებლობაც. „ეკომიგრანტების ძალიან მცირე ნაწილი იქნა ჩვენ მიერ დაკმაყოფილებული. არა იმიტომ, რომ ისინი თვითნებურად იყვნენ ჩასახლებული, არამედ რიგითობის მიხედვით მოუწიათ პროგრამაში ჩართვა. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, ვმუშაობთ ვერსიებზე, თუ როგორ …

შვიდ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში დღეს საცხოვრებელ ფართობს გადასცემენ

შვიდ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი ფართობები დაურეგისტრირდება „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართობების რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში დღეს, 23 იანვარს, გაიმართება. საცხოვრებელი ფართობების დაკანონების პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე დაესწრება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს

25 მაისს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენაზე ისაუბრეს, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში 30 ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 23-28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176 …

კომისიამ ეკომიგრანტი ოჯახების პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილა

დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა. ხდომაზე განიხილეს ხულოს, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების შუამდგმლობა  – 25 ეკომიგრანტი ოჯახის სამინისტროს პროგრამაში ჩართვის მიზნით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომის შედეგად 24 ოჯახს გაეგზავნება შეთავაზება მოიძიონ შესასყიდად სასურველი საცხოვრებელი ფართები, ხოლო ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ეთხოვა მუნიციპალიტეტს. …

Exit mobile version