ბათუმში სამარშრუტო ხაზის მფლობელები მგზავრობის გაძვირებას უარყოფენ

28 იანვარს, დიდთოვლობის მესამე დღეს, ბათუმში სამარშრუტო ტაქსის ზოგიერთმა მძღოლმა მგზავრობის საფასური გააძვირა და მგზავრებისგან 40 თეთრის ნაცვლას 50 თეთრი მოითხოვა. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ფასს კომპანიები, რომლებიც სამარშუტო ტაქსების ხაზებზე ოპერირებენ, თავად ადგენენ, თუმცა, ჩვეულებრივ, მერიასთან შეთანხმებით. “ამჯერად მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა,” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ ქავჟარაძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა. მისივე …

სპორტსმენები და სტუდენტები ბათუმის ქუჩებს წმენდენ

28 იანვარს ბათუმის ქუჩებში სპორტსმენები და სტუდენტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით მიქელაძის თქმით, აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. „სტუდენტებთან და სპორტსმენებთან ერთად გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩების დალაგება. დავიწყეთ პიაცას მიმდებარე ტერიტორიით, ახლა გამსახურდიას ქუჩაზე ვართ, მივყვებით და ვწმენდთ ტროტუარებს, აფთიაქების შესასვლელებს, სადაც საჭიროება არის, იმ ადგილებს. ბოლო …

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას პირველ თებერვალს განაახლებენ

ბათუმის მერიის ცნობით, ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გაითვალისწინა აღსაზრდელთა მშობლების თხოვნა დიდთოვლობის გამო სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ და საბავშვო ბაღები ბათუმში რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს.

მინისტრის დავალებით ბათუმის ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ

დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი …

გზის გაწმენდა [ვიდეო] – ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 28 იანვარს, ბათუმში ყველა სამარშრუტო ხაზზე მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები. ერთადერთი გამონაკლისია N7 მარშრუტი. აღნიშნულ ხაზზე ავტობუსების მოძრაობა აღდგება მთისძირის ქუჩაზე გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულებისთანავე. ავტობუსების რაოდენობა ხაზებზე შეზღუდულია. ქალაქში გზები მოყინულია და ნაწილობრივაა გაწმენდილი. ტრანსპორტი ძნელად გადაადგილდება.  ზოგიერთ ქუჩას თოვლისა და ყინულის საფარისგან შესაბამისი ტექნიკით წმენდენ. დღეს და ხვალ ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს …

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირის მოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.  

თოვლმა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა საფარი უმნიშვნელოდ დააზიანა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, თოვლმა ბოტანიკური ბაღის კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააზიანა. “უმნიშვნელო ზიანია. ზოგიერთ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოგეხსენებათ არის გარკვეული ეგზოტი, რომელიც ადვილად ტყდება. რამდენიმე პატარა მცენარე გადატყდა, მოიგლიჯა ერთი პატარა აკაცია. რაც შეეხება ამიერკავკასიის სუბტროპიკების განყოფილებას, სადაც მასიური ტყეა – შიგნით, სიღრმეში, პატარა ტოტები ტყდება, მაგრამ სერიოზული ზიანი ნამდვილად არ არის”. დღეს დიდთოვლობის გამო ბათუმის …

აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს.  რეგიონის …

ბათუმში სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობს

ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან. მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსები  მხოლოდ შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: N 1, 1ა, 2, 4 და 8, ისიც შეზღუდული რაოდენობით [ზოგ ხაზზე ერთი, ზოგზე კი ორი ავტობუსი]. დღეს დილით ბათუმში ავტობუსები მხოლოდ N1 და N8 მარშრუტებზე მოძრაობდა. ქალაქში შეზღუდულად და ძნელად გადაადგილდება სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.  

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით  რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა. ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ 65–კმ 119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი …

აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.

დიდთოვლობა ბათუმში – ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია [ფოტო]

დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით „რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარასა და გურიაში აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას   მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი ბრიგადები. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და უამინდობით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება დარჩენილ აბონენტებსაც“. აჭარაში მეორე დღეა თოვს.  25 იანვარს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა …

ბათუმი თოვლში [ფოტო]

25 იანვარს თითქმის მთელი დღის განმავლობაში თოვდა ბათუმში. ქალაქში ამ წუთებშიც თოვს. 25 იანვარს დილით ბათუმის მერიამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისაგან“. ბათუმის მერიის განცხადებით უხვთოვლიანობის გამო, მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, …

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი. მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 …

ცხმორისის ტყეში დიდთოვლობის გამო ორი ადამიანია ჩარჩენილი

დიდთოვლობის გამო, ქედაში, ცხმორისის ტყეში ორი ადამიანია ჩარჩენილი. ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილას აფარებენ თავს – “იქ მთის იაილებია და თავს აფარებენ  ერთ-ერთ ქოხში, სადაც საკვებიც იყო და გათბობაც. თუმცა, შემდეგ ალბათ ტელეფონები დაუჯდათ და დღეს უკვე მათთან კონტაქტზე გასვლა ვეღარ მოხერხდა”. ამ ეტაპზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც ტყეში შემავალ გზას …

Exit mobile version