როგორ ცდილობს 13 წლის სერგი დანდალოდან თავისი სოფლის პოპულარიზაციას

„კავიანის ციხის ერთი ნაწილიდან მეორეში თამარ მეფე მშვილდს ისროდა, ჯარის მდგომარეობის გასაგებად, მშვილდზე წერილს ამაგრებდნენ და უკან უგზავნიდნენ მეფეს“, – გვიყვება 13 წლის სერგი მანველიძე, მერვე კლასის მოსწავლე დანდალოდან. სერგიმ მის მიერ გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა და მოგვწერა, რომ მისი აზრით, სილამაზე, რომელიც თავად  ფოტოაპარატის ობიექტივში დააფიქსირა, სხვებმაც უნდა ნახონ. იმ დღეს სერგის ბებიასთან ერთად კავიანის …

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …

გოდრების 83 წლის ოსტატი სოფელ დანდალოდან

ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის. „დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი …

Exit mobile version