„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზდა ნათია კაპანაძემ ____ გასულ კვირას საქართველოს ევროპული კურსის დაცვა უკვე უფრო სტრატეგიულად და ინსტიტუციურად გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ექიმების, მუსიკოსების, თეატრალების განცხადებები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხალხის სამსახურში დაბრუნების წინაპირობად იქცა. 28 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში პროტესტი არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დემონსტრაციების დაწყებიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა …

საქართველოს არჩევნები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – რესპუბლიკელი კონგრესმენი და სხვები არჩევნებზე

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ 18-23 ნოემბრის დაიჯესტი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრებიან და არც ოპოზიცია, რომელმაც საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების …

PROტესტი და პოლიტიკა საქართველოში – ორი კვირის დაიჯესტი 

მოამზადა ნათია კაპანაძემ  __________________________________ 11-17 ნოემბრის ქრონიკა „დემოკრატიისთვის ბრძოლა გვიანი არასდროსაა“ – თქვა შვედმა პარლამენტარმა, ერიკ ოტოსონმა გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე, როცა ევროპელმა დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს. ისინი თბილისში აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდნენ. საქართველოს მთავრობას კი მოუწოდეს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს დაარღვევს. მმართველ პარტიას ევროპელი პოლიტიკოსების რჩევები არ გაუთვალისწინებელია. …

არჩევნებამდე 8 დღით ადრე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა – დაიჯესტი

მოამზადა ნათია კაპანაძემ ____ 12-18 ოქტომბერი არჩევნებამდე რვა დღით ადრე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. „საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების, გადაწყვეტილებების და განცხადებების შედეგია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, ვაშინგტონში ან კიევში. პრობლემაც და მისი გადაწყვეტაც არის აქ, საქართველოში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. …

რა ელის საქართველოს და რა – „ოცნებას“, ევროპული რეზოლუციები საარჩევნოდ | 5-12 ოქტომბრის დაიჯესტი  

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ არჩევნებამდე 13 დღე დარჩა.  ბუნებრივია, გასული კვირის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ხაზი საქართველოს პარლამენტის მომავალ შემადგენლობას შეეხებოდა. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მათ წარმომადგენლებზე თავდასხმების რიცხვი გაიზარდა. ცნობილი გახდა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის ფაქტების შესახებ. მათ შორის, რეგიონებში ამომრჩევლებისთვის პირადობის ჩამორთმევის შემთხვევებზე. გამოქვეყნდა ეუთოს შუალედური დასკვნაც. მარეგულირებელმა კომისიამ „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, კიდევ ერთხელ დასაჯა …

„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ – EU-ს ელჩი „ოცნების“ ბანერებზე | კვირის დაიჯესტი

მოამზადა ნათია კაპანაძემ ____ „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ – გასულ კვირას ყველაზე ზუსტი სახელი “ქართული ოცნების” ბანერებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უწოდა. მანვე თქვა, რომ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს. საუბარია ბანერებზე, რომელზეც 26 სექტემბრიდან ქვეყნის მმართველმა პარტიამ რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის, ათასობით უდანაშაულო ადამიანისა და ეკლესიების ნგრევის კადრები გამოსახა …

საგანგაშო პოლიტიკური ჟესტი – 21-28 სექტემბრის შეჯამება 

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ კვირის დაიჯესტით შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამბებს, რომლებიც 21-28 სექტემბერს მოხდა საქართველოში ან/და გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნებს არ ხსნის. ამის პარალელურად კი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიებში ვერ პოულობს საკუთარ თავს. დადგინდა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას მიიღებს 19 პოლიტიკური გაერთიანება. ე.წ. რუსული კანონის საქმეზე …

პერსონალური ტრაგედიები და საერთაშორისო ტენდენციები – 14-20 სექტემბრის შეჯამება 

მოამზადა ნათია კაპანაძემ ____ გასულ კვირას, 14-20 სექტემბრის შუალედში „ბათუმელებმა“ და „ნეტგაზეთმა“ აქტიურად გააშუქა მოვლენები, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო ტენდენციებს თუ პერსონალურ ტრაგედიებს. თითოეული ამბავი გავლენას ახდენდა შიდა პროცესებზე. პოლიტიკურ ჭრილში მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო, თუმცა კვირის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებულ სანქციებს, რაც „რუსული კანონის“ მიღებას და ადამიანის უფლებების დარღვევის …

გასული კვირის შეჯამება – 7/13 სექტემბერი 

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ გასულ კვირას „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები აქტიურად მუშაობდნენ საქართველოში და საქართველოს შესახებ განვითარებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გასაშუქებლად.   საპარლამენტო არჩევნები რუსული კანონის საფრთხეები საზოგადოების მზარდი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ რუსული გავლენა და პოლიტიკური სტაბილურობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში ეს 06-13 სექტემბრის პოლიტიკური მოვლენების მცირე ჩამონათვალია.  კვირის ამბად სოფელი შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს ვასახელებთ. …

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ – კვირის შეჯამება

მოამზადა ნათია კაპანაძემ ___ თუ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება გსურთ, მაშინ ჩვენი ახალი დაიჯესტი ზუსტად თქვენთვისაა. გასული კვირის განმავლობაში, 2-6 სექტემბერს, „ბათუმელები/ნეტგაზეთი“ აქტიურად განიხილავდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის: – რუსული კანონის საფრთხეებს, რომლებიც ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. – ევროკავშირთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, რაც მიანიშნებს ქვეყნის ევროპულ მომავალზე. – რუსულ საფრთხეს და …

Exit mobile version