ბათუმის მერიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულზე, მემორიალური ქვა წარწერით – „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი“, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში განათავსა. ბათუმის მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებდა. კონკურსი ამ დრომდე გამოცხადებული არ არის. მიუხედავად მემორიალური ქვის განთავსებისა, ქალაქის მერიაში არც ის არის დღემდე გადაწყვეტილი, თუ სად …

მუზეუმი ღია ცის ქვეშ გმირთა ხეივანში – ბათუმის მერია კონცეფციაზე მუშაობს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია გმირთა ხეივნის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაზე დაიწყებს მუშაობას. მისივე თქმით, კონცეფციის შემუშავების შემდეგ ამავე ტერიტორიაზე მოაწყობენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაოფიციალურია და მერია დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობს. „გვინდა, გმირთა ხეივანი გავხადოთ არა მხოლოდ ცალკეული მემორიალების განთავსების ადგილად, არამედ პარკად, რომელიც ამავე დროს იქნება საქართველოს …

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან, გმირთა ხეივნის დასაწყისში განთავსდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობენ ქალაქის მერიაშიც და აჭარის მთავრობაშიც, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს. აღმაშენებლის ძეგლის გმირთა ხეივანთან განთავსების საკითხი რომ განიხილება, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს. „ეს სამმართველოს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ …

„ქართული მარში“ ბათუმში ქსენოფობიურ აქციას მართავს

ამ წუთებში „ქართული მარში“ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, აწყობს მსვლელობას. მათ აქვთ გამოტანილი ხატები, ასევე საქართველს ძველი და ახალი დროშები. ქსენოფობიური [ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შიშს უცხოელის მიმართ“] აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩაზე სკანდირებენ – „საქართველო თურქ სელჩუკების გარეშე“, „საქართველო თურქების გარეშე“. მანამდე ვარდების სკვერში „მარშის“ ლიდერმა სანდო ბრეგაძემ  შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ „ბინძური მიხეილ …

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: „ქართულმა მარშმა ხელი დაიქნია და საკრებულომ გადაწყვიტა“

ვიდრე ბათუმში მისი განთავსების უკვე განსაზღვრულ ადგილს ოფიციალურად განსაზღვრავდნენ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ „ვინ, სად და როდის დააჭენებდა დავით აღმაშენებლის ძეგლს საქართველოში აქეთ-იქეთ“. სხდომის თავმჯდომარე სულიკო თებიძე ჯერ კოლეგების დამშვიდებას შეეცადა, შემდეგ კი ოპოზიციას მიმართა. „…ხომ ძალიან კარგად გახსოვთ 2005 წლის ოქტომბერი, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ თვალსაჩინო ადგილას იდგა იმ დიდებული ადამიანის ძეგლი, …

საკრებულოს გადაწყვეტილება აღმაშენებლის ძეგლის თაობაზე

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების ადგილი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაზე გავიდა ორი განკარგულების პროექტი – ერთი, რომელიც წარადგინა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ და მეორე, რომელიც სხდომაზე ინიციატივის სახით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი კომიისიის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც …

მერიამ ბათუმში დავით აღმაშენებლის მემორიალური ქვა დადგა

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, სადაც აღმაშენებლის ძეგლის დადგმას აპირებს, მემორიალური ქვა განათავსა. ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებს, მანამდე კი, შერჩეულ ადგილზე დავით აღმაშენებლის მემორიალს 12 აგვისტოს განათავსებდა. თუმცა მემორიალური ქვა წრიულში უკვე მეორე დღეა დადგმულია. ამავე თემაზე: ბათუმის მერია: …

ბათუმის მერია: „ამ ძეგლის ბათუმში დადგმას არ ვგეგმავთ“

„დავით აღმაშენებლის ძეგლი თაბაშირში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ! (მოქანდაკე: მერაბ მერაბიშვილი)“, – ეს ინფორმაცია ფოტოსთან ერთად რამდენიმე საათის წინ „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა თავის ფეისბუქგვერდზე. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმში „ამ ძეგლს“ არ დადგამენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებს, მანამდე კი, 12 აგვისტოს, მერია შერჩეულ ადგილზე დავით აღმაშენებლის მემორიალს განათავსებს. …

დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში დაიდგმება

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა ქართული მარშის წევრს სანდრო ბრეგაძეს. „აქვე მოგახსენებთ, რომ ძეგლის აღმართვამდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს შერჩეულ ტერიტორიაზე მისი მოწყობის თაობაზე შესაბამისი საინფორმაციო დაფის განთავსებას,“ – ნათქვამია წერილში რომელსაც ხელს საკრებულოს განათლების, …

სიცრუეა „ქართული მარშის“ ინფორმაცია, რომ ბათუმის მთავრობა აღმაშენებლის ძეგლს ვერ დგამს

ბათუმის მერიის განცხადებით, 12 აგვისტომდე გახდება ცნობილი, თუ სად დაიდგმება ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი. “ბათუმის მერიას და მერს დღის წესრიგში ჰქონდათ დავით აღმაშენებლის ძეგლი დადგმულიყო ქალაქში. გადაწყვეტილი იყო მერიის მხრიდან, რომ 12 აგვისტომდე მოხდებოდა იმ ადგილის დასახელება, თუ რა ტერიტორიაზე დაიდგმება ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლი. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრმა  ადამიანმა დარეკა ბათუმის მერიის ტელეფონზე …

„ქართული მარში“ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიდის – საკრებულოს პასუხი

ბათუმის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „ქართული მარშის“ ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოაქვეყნეს განცხადება, რომ 16 მარტს „ქართული მარში“ ბათუმის საკრებულოში მიდის, რადგან საკრებულო უარს ამბობს ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე. ამ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი.   ბათუმის საკრებულოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ქართული მარშის“ მიერ …

Exit mobile version