რაც არ განგიცდია, ვერც გადაიღებ, ყალბი გამოვა – გურამ წიბახაშვილი

ამჯერად Fuji-ის მსუბუქი კამერით იღებს და ამბობს, რომ ქუჩის გადაღებებისთვის ეს სრულიად საკმარისია. უამრავი ფოტოაპარატი გამოუცვლია, აქვს უზარმაზარი ფოტოარქივი, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების არტისტების ცხოვრების ამსახველი კადრები ამოარჩია და ბათუმში მოაწყო ფოტოგამოფენა „ზამთარი გადატანილია“. ამავე სახელწოდებით გურამ წიბახაშვილის ფოტოალბომიც გამოიცა, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები ავსებს ისტორიებით. „80-90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა საქართველოში, რაც …

„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის გამოფენა ბათუმში

„ზამთარი გადატანილია“ – ასე ჰქვია გურამ წიბახაშვილის გამოფენას, რომელიც ბათუმის თიბისი გალერეაში 20 ივლისს გაიხსნა. გამოფენა და ამავე სახელწოდების ქართული და ინგლისურენოვანი წიგნი ფოტოგრაფის 250-მდე კადრსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს, გვიამბობს 1987 – 1995 წლების მრუმე ყოფაში არტისტების ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ვისთვისაც ომი, სიბნელე, უიმედობა და მძიმე სოციალური პირობები შემოქმედებით მუხტად იქცა. წიგნი თიბისისა და …

„ზამთარი გადატანილია“ – გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა ბათუმში

შაბათს, 20 ივლისს, 19 საათზე, ბათუმში, „თიბისი გალერეაში“, გურამ წიბახაშვილის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია – „ზამთარი გადატანილია“ გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. ამავე სახელწოდების წიგნი გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის 37. „თიბისი გალერეა“.

Exit mobile version