მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელს არასწორად გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი, მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავა. „ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩავიარე ავტომანქანით და პატრულს არასწორად ჰყავდა გაჩერებული პოლიციის მანქანა. „პატრული, მოძრაობას აფერხებთ-მეთქი“, – გადავძახე ავტომანქანიდან და გზა გავაგრძელე. განვაგრძე გზა და სარკეში გავიხედე: პატრული მომყვება,“ – ამბობს იოსებ დავითაძე. მისი თქმით, სამართლიანი შენიშვნის გამო გაღიზიანებულმა პატრულმა …
Tag Archives: გენერალური ინსპექცია
გენინსპექციამ შსს-ს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა
გასულ წელს გენერალურმა ინსპექციამ შემოწმების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სახდელი, რომელიც მოიცავს საყვედურს, სასტიკ საყვედურს, შენიშვნას, თანამდებობიდან ჩამოქვეითებას, სამსახურიდან დათხოვნას, რიგგარეშე სამ განაწესამდე დანიშვნას და მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე პოპულარული ფორმა „შენიშვნაა“, რომელიც გამოიყენება მცირემნიშვნელობის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის/სამხედრო მოსამსახურის …
Continue reading “გენინსპექციამ შსს-ს 971 თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა”
ქალი: „პოლიციელმა განყოფილებაში მითხრა, ჩემი ცოლი რომ იყო, ყოველდღე გცემდიო“
ქალი, რომელიც ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, „ბათუმელებთან“ პოლიციელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიოლეტამ [სტატიაში სახელები შეცვლილია] 5 ივნისს დაურეკა 112-ს და დახმარება სთხოვა. ვიოლეტა გვიყვება, რომ პოლიციისთვის მიმართვამდე კონფლიქტი ყოფილი ქმრის ოჯახში ჰქონდა ყოფილ ქმართან, მის ახალ მეუღლესთან და ყოფილ დედამთილთან. „კიბიდან დამაგორეს, ჩემი ქმრის ახალი ცოლი მახრჩობდა… მე იქ ჩემი შვილის წამოსაყვანად მივედი, რადგან ბავშვს …
Continue reading “ქალი: „პოლიციელმა განყოფილებაში მითხრა, ჩემი ცოლი რომ იყო, ყოველდღე გცემდიო“ “
საია პროკურატურას პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამოძიებას სთხოვს
საია პროკურატურას რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე რეაგირებას სთხოვს. საუბარია შემთხვევებზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტები იკვეთება. პროკურატურა წლების წინ დაწყებულ გამოძიებას არ ასრულებს და არც განმარტებას აკეთებს, რა ეტაპზეა გამოძიება. გაჭიანურებულ საქმეებზე ბრიფინგი დღეს, 29 აგვისტოს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოაწყო. ირაკლი ქაჯაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციელთა დასჯას ელის. მის შესახებ “ბათუმელები” 2016 წლის …
Continue reading “საია პროკურატურას პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გამოძიებას სთხოვს”
გენინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის აგრესიულ ქმედებას შეისწავლის
გენერალური ინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის თანამშრომლების შესაძლო აგრესიულ ქმედებას შეისწავლის – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევა 26 მარტს, საღამოს, გორგილაძის ქუჩის კვეთაში მოხდა. თვითმხილველის, თამარ ქაჩლიშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლები აგრესიულად ექცეოდნენ არასრულწლოვან ბიჭებს, რის გამოც მან საპატრულო პოლიციას მიმართა და დამატებითი ჯგუფი გამოიძახა ადგილზე. მისი თქმით, მოზარდი მშობლის გარეშე გადაიყვანეს განყოფილებაში, პოლიცია კი აგრესიულად …
Continue reading “გენინსპექცია ბათუმში მოზარდის მიმართ პოლიციის აგრესიულ ქმედებას შეისწავლის”
უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ
ბიზნესმენი ისრაელიდან ემილი დორფი საპატრულო პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ემილი დორფი ტურისტული კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის დირექტორია. ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე მისი კომპანიის ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. 23 ივლისის საღამოს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ემილი დორფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დახმარება ითხოვა. …
Continue reading “უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ”