„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან

ბათუმელი თაკო შანთაძე ახალ სასწავლო წელს ამერიკაში დაიწყებს. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) შეარჩიეს. თაკო წელს მეათე კლასს ამთავრებს, ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში სწავლობს და ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ამერიკაში მოგზაურობა. პიროვნული სიძლიერე, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი – ამ თვისებებს აქცევენ  ყურადღებას პროგრამაში შერჩევისას. „ოჯახის გარეშე შორს დიდი ხნით არ მიცხოვრია და ბუნებრივია, აშშ-ში …

FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში FLEX-ი, მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში, მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ კარგი და საუკეთესო აკადემიური მოსწრება, ფლობდნენ ინგლისურ ენას და უნდა აკმაყოფილებდნენ აშშ-ის ვიზის მოთხოვნებს. ბათუმში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები …

ამერიკული გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ფინალისტები აჭარიდან

FLEX-ის, ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „ბათუმელები“ სამ გამარჯვებულს ესაუბრა, ისინი სექტემბრიდან აშშ-ში ერთი წლით გაემგზავრებიან,  იცხოვრებენ ადგილობრივების  ოჯახებში და განათლებას მიიღებენ ამერიკულ სკოლაში. ერთ-ერთი გამარჯვებული  16 წლის თამარ წითელაძეა. ის სოფელ კირნათში, მეთერთმეტე კლასში სწავლობს. FLEX-ში მონაწილეობა გასულ წელსაც მიიღო, მაგრამ ფინალში მეორე მცდელობისას გადავიდა. თამარის აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა  …

გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში

სკოლა ევრო-2000-ში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, უამრავი სასწავლო-შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც ჩვენი სკოლის ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ამ აქტივობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამა გერმანულ პარტნიორ სკოლასთან. გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში სექტემბერში (11.09-20.09.2018) ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტის შემდეგ, მაისში გერმანული მხარის ჯერიც დადგა. 16 გერმანელ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს მასპინძლობდა …

ოთხი ბათუმელი მოსწავლე ერთი წლით ამერიკაში ისწავლის – FLEX-ის გაცვლითი პროგრამა 

ოთხმა ბათუმელმა მოზარდმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ისინი შემდეგ სასწავლო წელს ამერიკულ სკოლებში ისწავლიან. ერთ-ერთი მათგანი ლანა თურმანიძე სკოლა „ნიკეს“ მეათე კლასში სწავლობს. ის აშშ-ის გაცვლითი პროგრამის – FLEX-ის წლევანდელი გამარჯვებულია. ლანას მსგავსად, შემდეგ წელს ბათუმიდან კიდევ ორი გოგონა და ერთ ბიჭი ისწავლის ამერიკულ სკოლაში. ლანა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე მეორედ სცადა:„ამერიკაში წასვლა იმიტომ მინდა, …

შეხვედრა „ამერიკულ კუთხეში“ FLEX-ით დაინტერესული პირებისთვის

22 სექტემბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები  პროგრამით დაინტერესებულ  მოსწავლეებს შეხვდებიან. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა  (FLEX) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც …

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა. უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული …

Exit mobile version