„პატარა ჩიხია, სადაც 7 ოჯახი ვცხოვრობთ. ძალიან ვიწრო შემოსასვლელი გვაქვს და ამ ვიწრო ჩიხში ყოველ საღამოს საქორწილო მანქანების კოლონა რომ მოაწვება, სახლებში ვეღარ შევდივართ. ავტომანქანებს გვიჩერებენ სახლთან, სახლის წინ, შესასვლელ კარებთან. მერე მიდის გინება, პატრული გამოვიძახეთ და არ შველის. სახლთან მოდიან მთვრალი კაცები და ხან აქ მიაშარდავენ და ხან იქ, გაგვიკეთეს ტუალეტი სახლებთან. გუშინწინ ისეთი …
Tag Archives: გადაჭარბებული ხმაური
ტრანსპორტის გადაჭარბებული ხმაური დაჯარიმდება 100 ლარით
პირველი სექტემბრიდან, შსს საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას დაიწყებენ. შსს-ს ინფორმაციით, ხმაურის დონის შემოწება საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები მთავრობის დადგენილებით არის რეგულირებული. „დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, …
Continue reading “ტრანსპორტის გადაჭარბებული ხმაური დაჯარიმდება 100 ლარით”
„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის
„აუტანელი სუნია და ხმაური, ვერ შეისუნთქავ, ფანჯარას ვერ გამოაღებ,“ – გვიყვება ნინო შავიშვილი, რომელიც მეზობლებთან ერთად ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს არსებობას აპროტესტებს. ვარშანიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ ორსართულიანი სახლების დასახლებაა შემორჩენილი. ერთ-ერთი სახლის ნაცვლად კი, რკინის დიდი კონსტრუქცია გაჩნდა. 2023 წლის დასაწყისში ვარშანიძის #38-ის სამეზობლო ცემენტის დისტრიბუციას აპროტესტებდა. ცემენტის საბითუმო ვაჭრობა პროტესტის შემდეგ დაიხურა, რამდენიმე თვის …
Continue reading “„აუტანელი სუნია და ხმაური“ – ავტოსახელოსნოს მეზობლები, როცა ჯარიმა არაფერს ცვლის”
ხმაური დაჯარიმების მერეც გრძელდება – რაზე ჩივიან მოქალაქეები ბათუმში
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ბათუმში, კაფეებში ხმაურის გადაჭარბების შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები განსაკუთრებით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხმაურის გადაჭარბების გამო ჩივიან და კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის გამოძახებისა და რეაგირების შემდეგაც არაფერი იცვლება. „მთელი ღამე ხმაურია, მღერიან, ცეკვავენ – ბოლო ხმაზე მუსიკებია. დასვენების საშუალებას არ გვაძლევენ. რამდენჯერმე მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას, მაგრამ უშედეგოდ. დააჯარიმეს და გააგრძელეს …
Continue reading “ხმაური დაჯარიმების მერეც გრძელდება – რაზე ჩივიან მოქალაქეები ბათუმში”
ხმაურისთვის 16-ჯერ დაჯარიმებული ღამის კლუბი ბათუმში
გადაჭარბებული ხმაურის გამო ბათუმში მდებარე ღამის კლუბი UP TO YOU მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის სამსახურმა 16-ჯერ დააჯარიმა .ტურისტული სეზონის დასრულების გამო ღამის კლუბის კონსტრუქციას მფლობელი უკვე შლის. „კლუბი „ჰილტონის“ წინ მდებარეობს, იქ აპარტამენტებიც არის და სასტუმროც და ხან ერთი სტუმარი იძახებდა ჩვენს სამსახურს, ხან – მეორე. ხალხს აწუხებდა იქედან გამომავალი ხმაური. არ გაჭრა …
Continue reading “ხმაურისთვის 16-ჯერ დაჯარიმებული ღამის კლუბი ბათუმში”
„ღამე ამის ატანა შეუძლებელია“ – შანიძის ქუჩაზე ხმაურის დონის გაკონტროლებას ითხოვენ
ბათუმში, აკაკი შანიძის 12 ნომერში ღამის პირველ-ორ საათზე ხმაური, სატვირთო მანქანების გადაადგილება და მანქანების ქვა-ღორღისგან დაცლა ჩვეულებრივი ამბავია. ამ მისამართზე, საცხოვრებელი სახლის წინ საამქროებია, სადაც სამშენებლო მასალებს ამზადებენ და მუშაობა ღამითაც არ წყდება. „ამ სახლში ყველა მეზობელს ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს – გაუსაძლისი ხმაური ღამით. საშინელი ხმაურია, მანქანების ხმა, მუშების შეძახილები… გეგონება, რომ სახლში …
ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო
გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაიწყო. პირველი ივლისიდან დღემდე ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელ ხაზზე 330-მდე შეტყობინება შევიდა. „ამ დროისათვის 51 იურიდიული პირია დაჯარიმებული და არც ერთი კერძო პირი. 500 ლარით დაჯარიმებული გვყავს დაახლოებით 14 ორგანიზაცია, დანარჩენი არის 1000-ლარიანი ჯარიმები. ჩვენ გამოვწერეთ საჯარიმო ქვითარი და მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი მიზანი არ არის აუცილებლად დაჯარიმება, პირველი ეტაპია გაფრთხილება …
Continue reading “ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო”
კაფე k2: მერიამ გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმა 500 ლარით
ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე არსებული კაფე „k 2“-ის წარმომადგენელი ლევან ხუჯაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის მერიის ხმის მონიტორინგის ჯგუფმა გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა. „გუშინ მოგვივიდა ჯარიმა 500 ლარი. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რის საფუძველზე დაგვაჯარიმეს. ხმაურის მონიტორინგის სამსახურში გვაჩვენს ოქმი, თუმცა ოქმის ბოლოში ეწერა, რომ ხმაური იყო დასაშვებ ნორმაში. ამის მიუხედავად, ჯარიმა მაინც გამოიწერა“, – ამბობს ლევან ხუჯაძე. …
Continue reading “კაფე k2: მერიამ გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმა 500 ლარით”
40-მდე ზარი სამ დღეში – რომელ შეტყობინებაზე ვერ რეაგირებს ხმის დონის მონიტორინგის სამსახური
ბათუმში გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმების ამოქმედებიდან სამ დღეში, მონიტორინგის ჯგუფის ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა. „შემოსული ზარებიდან 15 ზარზე რეაგირება მოვახდინეთ. მოქალაქეები ძირითადად კაფე-ბარებს უჩივიან. ასევე ღამის საათებში მშენებლობებიდან შემოსულ ხმაურთან დაკავშირებით გვირეკავდნენ. იყო ისეთი ზარიც, როცა გვითხრეს მეზობელს მამალი ჰყავს, საღამოს ყივის და მაწუხებსო, ასეთ ზარებზე რეაგირებას ვერ მოვახდენთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ხმის დონის მონიტორინგის …
პირველი ივლისიდან გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ამოქმედდება
პირველი ივლისიდან ძალაში შედის მერიის გადაწყვეტილება ქალაქში გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით. მერიაში, მუნიციპალური სერვისების სააგენტოში, უკვე ფუქნციონირებს ხმის დონის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც გადაჭარბებული ხმაურის მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. „მონიტორინგის ჯგუფში 16 ადამიანი იმუშავებს, ხმის საზომი აპარატები გადმოგვეცა შს სამინისტროდან, სამსახურის განყოფილებას ექნება თავისი მანქანებიც, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმოძრავებენ მთელი ქალაქის მასშტაბით,“-ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს …
Continue reading “პირველი ივლისიდან გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ამოქმედდება”
როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]
გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა. როგორ და ვის მიერ მოხდება გადაჭარბებული ხმაურის ინსპექტირება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, რომ დეტალები პირველი ივლისის შემდეგ ეცოდინებათ. „თავად ეს სამსახურია ჯერ ჩამოყალიბების სტადიაზე და როცა პირველი ივლისის შემდეგ მერიას გადმოეცემა ხმაურზე ინსპექტირების …
Continue reading “როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]”
ხმაურისთვის დაჯარიმებებს მერია ივლისიდან დაიწყებს
გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას აქვს. “შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები სპეციალური ხმაურმზომი აპარატით დაადგენენ, ირღვევა თუ არა კანონით განსაზღვრული ნორმები,”- ამბობს ბათუმის მერიის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ნუგზარ ცეცხლაძე. გადაჭარბებული ხმაურისთვის დაჯარიმების უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს გასულ წელს მიენიჭათ მთავრობის დადგენილების შესაბამისად. ბათუმის …
Continue reading “ხმაურისთვის დაჯარიმებებს მერია ივლისიდან დაიწყებს”