ღარიბაშვილისა და ბერას სკანდალზე გამოძიება უნებართვო ჩაწერა-გავრცელების მუხლით დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. „საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვებისა …

ფარული ჩანაწერის შინაარსი ავთენტურობის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფარული ჩანაწერების თემას ფეისბუქით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი წერს: „წლებია საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ  გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის …

ბიძინა ივანიშვილი tiktok-ზე ბერასთან ერთად გამოჩნდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საჯაროდ არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელ tiktok-ში, ბერა ივანიშვილის ვიდეოში გამოჩნდა. ბერამ დღეს, 21 აპრილს, საღამოს, გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით – „საიდუმლო მისალმება მამასთან“, რომელშიც ჩანს როგორ ესალმებიან ერთმანეთს ბერა და ბიძინა ივანიშვილი. ვიდეო, სავარაუდოდ, შეკვეთილშია გადაღებული. @bera_nanukaSecret handshake with my father ??♬ original sound …

ბერა: აქცია ერთი გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და რევანშისტების ორგანიზებით გაგრძელდა

ბერა ივანიშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ აქცია „ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა“. „მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ …

მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება,  სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …

Exit mobile version