ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …

ნაფიცი მსაჯულების უმოქმედო დარბაზი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

მაგიდა 12 სავარძლით, მიკროფონები და ვიდეოკამერები, სათათბირო ოთახი, სასადილო – ბათუმის საქალაქო სასამართლო მზადაა, პროცესი ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი აქ დაახლოებით ოთხი წლის წინ მოეწყო, ჯერ არც მსაჯულები გამოჩენილან და არც პირი, ვინც მოსამართლის ნაცვლად, სიმართლის დადგენას ნაფიც მსაჯულებს მიანდობდა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა და საქმის განხილვა მსაჯულებს მხოლოდ თბილისის …

ციხისძირის აქციის მონაწილე „ნაციონალები“ სასამართლომ არ დააჯარიმა

22 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წევრს: ოლეგ ბროლაძესა და ბონდო თედორაძეს  გაფრთხილება მისცა და ჯარიმა არ შეუფარდა. ამავე აქციაზე პოლიციამ  „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრი,  ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი, ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე და რეზო ხარაზი დააკავა.  მათთან ერთად დააკავეს „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრიც. აღნიშნულ პირებთან …

სალიხ შაინიძე და ინდირა მაშანეიშვილი – ახალი მოსამართლეები ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში გასულ კვირას კიდევ ორი მოსამართლე დაინიშნა. ერთ-ერთი მათგანი – 50 წლის სალიხ შაინიძე ბოლო 6 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა. უფრო ადრე კი – 1999-2009 წლებში სალიხ შაინიძე მოსამართლე იყო. ის ორ – შუახევისა და ხულოს  სასამართლოში ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, მათ შორის ხულოში დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის მოვალეობის შესრულება, ხოლო შუახევში …

საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ბრძანებით გათავისუფლებული აპარატის ყოფილი უფროსის – ლიანა დიასამიძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ლიანა დიასამიძე გასაუბრების ეტაპს ხელახლა გაივლის. „ჩვენ გასაურების პროცესს აუცილებლად დავაკვირდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ლიანა დიასამიძესთან მიმართებაში დარღვეული იყო კანონის იმპერატიული მოთხოვნები: არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიაასამიძის კვალიფიკაციასთან …

Exit mobile version