რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და …

როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე ნაპირგამაგრების სამუშაოები გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნაპირგამაგრების სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინაბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ …

ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე პლაჟი ხელოვნურად მოეწყობა. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით …

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …

Exit mobile version