აჭარის ხელოვნების მუზეუმს ახალი დირექტორი ჰყავს

აჭარის ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი ლელა ცხოიძე იქნება. ახალი მმართველი დღეს, 30 ივლისს წარუდგინეს მუზეუმის თანამშრომლებს. აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელა ცხოიძე 2025 წლიდან  მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში. „აქვს კულტურული პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების, ასევე სახელოვნებო განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში  მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორში“, – ნათქვამია …

„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად

29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან. „ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს. გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში  შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა. ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს …

იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება. აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით. „დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“. …

„ორი ნაპირი“ – ლატვიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის, ნუგზარ პაქსაძის პერსონალური გამოფენა – „ორი ნაპირი“ გაიმართება. „ნუგზარ პაქსაძე 1982 წლიდან ლატვიაში ცხოვრობს. ის არაერთი საერთაშორისო პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] მონაწილეა, არის მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი. მუშაობს ფერწერასა და ინტერიერის დიზაინში“, – ნათქვამია ხელოვნების მუზეუმის პრესრელიზში. „ორი ნაპირი“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება …

საქართველო კოსმოსში – ფოტოგამოფენა დღეს გაიხსნება

ფოტოგამოფენა – „საქართველო კოსმოსში“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში დღეს, 10 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორის, აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის პირადი ფონდიდან. გამოფენა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

Exit mobile version