აღსრულების ბიურო 24 ათას ავტომანქანას ეძებს ვალის დაბრუნების მიზნით – აუდიტი 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადაცემულია 24 ათასზე მეტი ავტომანქანა, რომლებიც სამინისტრომ უნდა დააკავოს. ეს მანქანები ამა თუ იმ მოვალის სახელზეა რეგისტრირებული და ბიურო მათ ადგილმდებარეობას ვერ ადგენს რომ დააყადაღოს. პოლიციის მიერ მანქანების გამოვლენის ალბათობაც სხვადასხვაა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის დასკვნაში. „დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში ბიურო ვერ იყენებს …

მეეზოვე ბათუმიდან: სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულება არაფერს აკეთებს

„სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულებას ველოდები,“ – ამბობს ტარიელ მეგრელიძე. მას ვალი აქვს ასაღები – 3199 ლარი, თუმცა აღმასრულებელი მოვალეს ვერ პოულობს. მოვალე სატელეფონო ზარებს პასუხობს, თუმცა მის საპოვნელად პოლიციის ჩართვაზე ამ დრომდე აღსრულების ბიურო უარს ამბობს. აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ პასუხობს მოქალაქეს, რატომ არ ცდილობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სახელმწიფო უწყება. ბათუმის …

80 წლის კაცმა ბათუმის მერიას სასამართლოც მოუგო, მაგრამ საკუთარ მიწას მაინც არ უფორმებენ

„ორჯერ მოვუგე სასამართლო ბათუმის მერიას და არ ასრულებენ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილებასაც როცა არ ასრულებენ, ვის მივმართო?“ – კითხულობს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრები შოთა დევაძე. მან მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 2021 წლის 12 ნოემბერს გამოცემული აღსრულების ფურცელი გვაჩვენა, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მერიაში არ შეუსრულებიათ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. მისი შეუსრულებლობა …

„3 შვილის დედას 720-ლარიანი ხელფასიდან ნახევარს მაჭრიან“ – როგორ აგვარებს დავებს აღსრულება

„მორიგების 10 ათასამდე შემთხვევა 9 თვეში“, – სტატისტიკური მონაცემები დავების მორიგებით დასრულების შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. აქვე ნახავთ მოქალაქეების კომენტარებს, რომლებიც კითხულობენ: „ვისი საქმე დასრულდა მორიგებით?“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც აღსრულების ბიუროს მორიგების თხოვნით მიმართეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. ფეისბუქკომენტარების ავტორები ძირითადად ისინი არიან, ვისაც ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვალი ჰქონდა …

Exit mobile version