„თამარის ხიდები“ აჭარაში

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ რომ მიდიხარ, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. ამ ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდაო აჭარისწყალი. მთელს ხეობაში ისმოდა თურმე მდინარის ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია. დაუმუშავებელი ქვითა და …

დიდი მერისი ჩვენთანაა – აჯანყება ჭვანის ხეობაში

 

„დიდი მერისი თქვენთან არის“, –  ამ ფრთიან ფრაზას აჭარაში, თანადგომისა და მხარდაჭერის მნიშვნელობით იყენებენ. ამ ერთმა ფრაზამ დიდი ისტორია შემოინახა. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდნენ აჭარლები კომუნისტურ რეჟიმს,  რომელიც მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში იკიდებდა ფეხს და იკრებდა ძალას. 

Exit mobile version