მთავარი,სიახლეები • •

სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლები

15.10.2026
სტიქია სტამბოლში – ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიკეტა სკოლები

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი, რომელიც დატბორილ პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და 34 წლის მოქალაქე, რომელსაც ტროტუარზე ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა.

ოფიციალური ცნობებით, დაფიქსირდა 1277 წყალდიდობა, 15 მეწყერი, ათეულობით შემთხვევა, როცა ადამიანები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ, ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა 800-ზე მეტი სახლი.

ძლიერმა წვიმამ დატბორა გზები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები მთელი სტამბოლის მასშტაბით.

გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა ამინდთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ 2500-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს.

სტამბოლში აიკრძალა მოტოციკლებით გადაადგილება, სკოლები ორი დღით დაიხურა. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა გაავრცელა გაფრთხილება, რომლითაც სიფრთხილისაკენ მოუწოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალაქის აზიურ მხარეს.

სტამბოლის გუბერნატორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლში ბოლო 84 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.

არახელსაყრელი ამინდის გამო, სტამბოლის აეროპორტებში 46 თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ შეძლო, ავიარეისები გადაიდო.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტამბოლში 14 ოქტომბრის ღამეს დაწყებული ძლიერი წვიმა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

________________

ფოტოზე: კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: