არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი გაგზავნა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმების გამო.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ.
სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს.
პროტესტში მონაწილეობის გამო, 5 000-ლარიანი ჯარიმა მას უსამართლოდ და უხეში საპროცესო დარღვევებით დააკისრეს. მისთვის არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩაუბარებიათ და არც სასამართლოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიუციათ.
ეს არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული უსამართლობა“- წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.