რუსეთის სამთავრობო წრეებში განიხილეს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 100 000-მდე სომხის ტრანსპორტირების შესაძლებლობა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მათი მობილიზაციის მიზანია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა.

ამის შესახებ სომხური მედია ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თვის მხრივ ეს ინფორმაცია ეფუძნება ხუთ დასავლელ დაზვერვის ოფიცერთან ინტერვიუებსა და დოკუმენტებს.

ხუთი წყაროს ცნობით, რუსი ოფიციალური პირები ბოლო თვეების განმავლობაში განიხილავდნენ რუსეთში მცხოვრები სომხების ფაშინიანის ოპონენტისთვის ხმის მისაცემად გაგზავნას სომხეთში.

სამი დასავლელი ჩინოვნიკის თქმით, მოსკოვის ფავორიტი კანდიდატია სამველ კარაპეტიანი – მილიარდერი, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს  გამოძიება. კარაპეტიანს ბრალად ედება მთავრობის დამხობისკენ მოწოდება.

სომხეთში არჩევნების წინა პერიოდში უსეთის მოცულია პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ დეზინფორმაციულ კამპანიებით. პარალელურად დამუშავდა რუსეთში მცხოვრები ათიათასობით სომხის ტრანსპორტირების სქემას არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით.

დაზვერვის ოფიცრების თანახმად, კრემლმა ჯერ კიდევ ოქტომბერში შექმნა დანაყოფი სახელწოდებით – „სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დეპარტამენტი“. ოთხი წყაროს ცნობით, სწორედ ეს დეპარტამენტი უწევს ზედამხედველობას სომხეთში გავლენის ოპერაციას.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს იმართება. რუსეთი ღიად ესხმის თავს სომხეთი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის პროევროპულ მისწრაფებებს. ემუქრება, როგორც რუსეთის ბაზრის წვდომის შეზღუდვით, ისე შეფარული სამხედრო აგრესიით.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version