ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში შუახნის კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა.

დაცული იყო თუ არა საწარმოში უსაფრთხოების ნორმები? –  უსაფრთხოების ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საწარმოში ღამის საათებში გავიდნენ ინსპექტორები. ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. მიმდინარეობს მოკვლევა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Exit mobile version