უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 197 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 438 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 23 772 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 35 308 ერთეული [+10]
- MLRS – 1 575 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 92 713 ერთეული [+109]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 70 853 ერთეული [+64]
- სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 669 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 104 090 უპილოტო საფრენი აპარატი
- 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 653 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 32 082 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 49 742 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე
„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან